წელს საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
ქუთაისში ქალაქის მერი და საკრებულოს დეპუტატები უნდა აირჩიონ.
როგორც “მეგა ტვ”-სთვის გახდა ცნობილი, “ქართული ოცნება” ამ ეტაპზე ქუთაისის მერობის კანდიდატად რამდენიმე პირს განიხილავს.
ესენი არიან:
დავით ერემეიშვილი – ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი
გია ბასილაძე – პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
დიმიტრი მხეიძე – ქუთაისის საკრებულოს წევრი, ყოფილი პარლამენტარი.
კონსტანტინე ჯავახაძე – პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის” იმერეთის კურატორი, ააიპ სპეციალური სერვისების ყოფილი უფროსი.
ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს არც ერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია. ყველა მათგანი პროცესის გაყალბებაში ცესკოს როლს ხედავს.