LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს

ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გამოტანა

დაპოსტა 2026/02/07-ში
A A
504
ნახვა
გაზიარება

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

 

კომუნისტების დროს მამას მამკოდის ფერდობზე სამსახურიდან აღებული ჰქონდა 600 კვმ მიწის ნაკვეთი. რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა რეესტრში. მებაღეობის მოწმობა დაკარგულია. მამა (დედაც) გარდაცვლილია. როგორ და სად შეიძლება (რომელ არქივში) მოვიძიო მოწმობა? ვიცი, მამა სად მუშაობდა, რა თანამდებობაზე. დაახლოებით რომელ წლებში გადაეცა ნაკვეთი, ეგეც მახსოვს და რაც მთავარია, მიწის ზუსტი ადგილიც. ხის ქოხიც გვედგა იქ, სამწუხაროდ, დანგრეული და მოპარულია მასალა, მაგრამ ნაკვეთის შემომღობავი ბადე და რკინის ბოძები მოჭრილია, მაგრამ გადანაჭერი კუთხის ბოძები არის. მივმართე იუსტიციის სახლს და მებაღეობის მოწმობა ვერ მომინახეს, პასუხიც ვერ მითხრეს, სად შეიძლება მოვიძიო.

– მებაღეობის წიგნაკი უნდა მოიძიოთ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, ის მოიცავს საქართველოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციას და დოკუმენტაციაც უნდა გამოითხოვოთ აღნიშნული ბიუროდან.

მაქვს პრობლემა “თიბისი დაზღვევასთან” – 10/02/2024 წელს მომივიდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დაზღვევა მედავებოდა 4.860 ლარს. მე არა მაქვს ამ თანხის დაფარვის საშუალება, ამას რომ თავი დავანებოთ, ჩემი აზრით, ეს თანხა უსამართლო და უსაფუძვლოა. რამდენიმე დღის წინ დამირეკა უცხო ნომერმა და მითხრა, რომ საქმე გადაცემულია სასამართლოზე. როგორ მოვიქცე? არის შანსი, რომ გავაპროტესტო ან მოვითხოვო, საიდან გამოვიდა ეს კონკრეტული თანხა? რომ არ გამოვცხადდე სასამართლოში, რა მოჰყვება ამას? ვარ 23 წლის უმუშევარი მოქალაქე.

– თუ საქმე უკვე სასამართლოშია, უნდა შეიტანოთ შესაგებელი (პასუხი) დაზღვევის სარჩელთან დაკავშირებით, უნდა დაასაბუთოთ, თუ რატომ არის ეს თანხა არაგონივრული, ასევე მიუთითოთ ის გარემოებები, რის გამოც თანხის გადახდას ვერ შეძლებთ. ვინაიდან თქვენი ბრალეულობით მოხდა შემთხვევა, თქვენ გეკისრებათ ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ამიტომ აჯობებს, ეცადოთ მოურიგდეთ მხარეს გარკვეულ თანხაზე, დაუსახელოთ თანხა, თუ რისი გადახდა შეგიძლიათ. თუ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდებით, არც პასუხს წარადგენთ, გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შემდეგ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი და 10 წელი იქნებით მოვალეთა რეესტრში, თქვენს სახელზე რეგისტრირებული ნებისმიერი ქონება ან ანგარიშები დაგიყადაღდებათ.

– ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი და მჭირდება ფული. მაქვს თუ არა უფლება საპენსიო დანაზოგი გავიტანო?

 

– “საპენსიო სააგენტოს შესახებ” კანონის თანახმად, საპენსიო დანაზოგი გაიცემა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში: საპენსიო ასაკის მიღწევისას (ან შესაბამისი საპენსიო ასაკის შემთხვევაში) მოქალაქეს შეუძლია საპენსიო თანხის გატანა. ეს ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელია, ხოლო ქალებისთვის – 60; ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მუდმივად ტოვებს საქართველოს და იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუძლია განაცხადოს დაგროვებული თანხის გატანის შესახებ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს. მძიმე ავადმყოფობის ან შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს თანხის ერთ­ჯერადი ან ეტაპობრივი გატანა. თუ თქვენ ბრძანდებით მეორე ჯგუფის ინვალიდი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დანაზოგის გატანა მთლიანად ან ნაწილობრივ საპენსიო სააგენტოში განაცხადის საფუძველზე. საჭირო იქნება ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განაგრძე კითხვა 

გაზიარება202

დაკავშირებული -პოსტები

გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს
მთავარი

ყულიშკარში გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს. მათი ცხედრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის შემდეგ პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს. ნაირა, დალი და ლორიტა როგავები საკუთარ სახლში გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს 22 წლის ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ეძებ­და. ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"