მაშინ, როდესაც ქვეყანა თითქმის ყოველდღიურად განიცდის მცოცავ ოკუპაციას, ჩრდილოელი მეზობლის მიერ მიტაცებულია ტერიტორიის საკმაოდ ვრცელი ნაწილი, იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს და შემდეგ ხან გარდაცვლილზე და საუკეთესო შემთხვევაში ცოცხალზე გვევაჭრებიან, გვყავს მილიონიანი ემიგრაცია უცხოეთში – ელემენტარულ საშოვარზე გადაგებული და ამ ფონზე წლობით მშობლების გარეშე გაზრდილი თაობები და ხშირად იგივე ფონზე გამოწვეულია არაერთი გაუკუღმართება, ქვეყანაში დარჩენილთა აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფება სოციალურ სიდუხჭირეში ან ეკონომიკურად მინიმუმ არასახარბიელო მდგომარეობაში და ყოველდღიურად უწევს ბრძოლა არსებობისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ათასობით სტატუსშეჩერებული სტუდენტია, რომელსაც სწავლა სურს, თუმცა, უსახსრობის გამო ვერ აგრძელებს, როდესაც გვყავს ათასობით უსახლ-კარო და მიუსაფარი თანამოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვნებიც, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელ ხანებში გვესმის პედოფილიის კონკრეტული შემზარავი ფაქტების შესახებ, ვის ან რას დასდევთ?! ვინც ახლა “გულანთებულნი” ხართ, მათი უმრავლესობა არ მინახიხართ ოკუპაციის გამპროტესებლად, არ მოგითხოვიათ ოკუპანტებისა და სეპარატისტებისგან გატაცებული ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნება და არც ზემოთხსენებული სხვა პრობლემები გაგიპროტესტებიათ საჯაროდ და რა გგონიათ, ახლა იქცევა ქვეყანა?! არა, ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიქცა, როდესაც ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაზე თქვენს უმრავლესობას (უფროსი თაობებიდან) ხმა არ ამოგიღიათ, ავტომატები აკაკანეთ რუსთაველზე და სხვა მძიმე ტექნიკაც არ დააკელით, საიდანაც დაიწყო დამოუკიდებელ საქართველოში ქვეყნის უბედურება და ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურა (იდეურად და აზროვნებით არაყოფილი) მოიყვანეთ ქვეყნის სათავეში, ჩემს თაობას წაართვით ნორმალური ბავშვობა, დღემდე არ გვინახავს აფხაზეთი, ცხინვალი, ჩემი თაობის უმრავლესობა მშობლების გარეშე გაიზარდა და ა.შ.
შესაძლოა, ვინმე რაიმეს გთავაზობდეს (დასავლეთიდან თუნდაც), მაგრამ ღმერთისგან ბოძებული არჩევნის საშუალება და უფლება გაგაჩნია და შეგიძლია მიიღო ან არ მიიღო, რადგან ადამიანთა მასობრივი არც გადაგვარება და არც გამოსწორება არსებობს, ხოლო ოკუპაცია, სისხლი და ნგრევა არჩევანზე არაა დამოკიდებული, არამედ ეს მოძალადისგან პირდაპირ მომდინარე ძალადობაა, რომელიც მრავალ თქვენგანს არ გაუპროტესტებია და დღეს კი გულზე მჯიღის მცემელ არადამაჯერებელ საზოგადოებად გვევლინებით.
პრობლემათა სათავის საკუთარ თავში ძიება გაცილებით სამართლიანი და შედეგიანია, ვიდრე აბსტრაქტულ სივრცეზე გადაბრალება და იფიქრეთ, სადამდე მიიყვანა ქვეყანა მავანთა ვაიპატრიოტიზმმა, რომელიც რეალურად მთლიანად დაცლილია ჭეშმარიტი პატრიოტიზმისგან, სამშობლოს მსახურებისა და სამოქალაქო თვითშეგნებიგან.” – წერს სოციალურ ქსელში









