ისრაელში, ე.წ. „მწვანე საშვს“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ სამჯერ აცრილი მოქალაქეები მიიღებენ.
ე.წ. „მწვანე საშვი“ ისრაელის მოქალაქეებს რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და მრავალ სხვა ადგილში შესვლის საშუალებას აძლევს.
ახალი „მწვანე საშვი“ მათთვის გაიცემა, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზა მიიღო ან კორონავირუსისგან ახლახან გამოჯანმრთელდა. მანამდე ე.წ. „მწვანე საშვი“ ორჯერ აცრილებისთვის გაიცემოდა.