ღია პირველობა მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც ქუთაისის ვიცე-მერმა ირაკლი ქარქაშაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ და მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა მაია მურუსიძემ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
ტურნირის ქუთაისის მერიის, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციისა და ა.(ა.)ი.პ. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით შედგა.
მასში მონაწილეობა 30–მდე მოყვარულმა მოჭადრაკემ მიიღო. გამარჯვებულები და პრიზიორები სამ ჯგუფურ კატეგორიაში გამოვლინდნენ:
ამარჯვებულები და პრიზიორები
ქალთა შორის
1.ანა მარდალეიშვილი
2. შორენა ჯიმშელეიშვილი
3. ხატია კიკვიძე
მოყვარულთა შორის
1. ზურაბ ხურციძე
2. ზვიად ჯეჯელავა
3. გულივერ ქარქაშაძე
მოყვარულ–პროფესიონალთა შორის
1. მამუკა ქოჩაკიძე
2. სანდრო მგელაძე
3. გიორგი ნეფარიძე
ნომინაციები:
ყველაზე ასაკოვანი მონაწილე – ჯემალ გოდუაძე
ტურნირის აღმოჩენა – დავით ხურციძე
კომბინაციური თამაში – მიხეილ ნემსაძე