
ფიზიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ. პრესტიჟული პრემიის მფლობელები სიუკურო მანაბე, კლაუს ჰასელმანი და ჯორჯო პარიზი გახდნენ. 4-11 ოქტომბერს სტოკჰოლმსა და ოსლოში ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის და ეკონომიკის დარგში შვედეთის სახელმწიფო ბანკის ლაურეატებს დაასახელებენ.










