ავსტრალიელი ჩოგბურთელი ეშლი ბარტი „ავსტრალიის ღია პირველობის“ გამარჯვებულია. ფინალურ მატჩში მან ამერიკელი დანიელ კოლინზი 6:3, 7:6 დაამარცხა.
2019 წლის „როლან გაროსისა“ და 2021 წლის „უიმბლდონის“ შემდეგ ეს ეშლი ბარტისთვის დიდი სლემის ტურნირებზე მესამე გამარჯვებაა.