დღეს რუსთავში, მტკვარში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხიდიდან გადავარდა. ადგილზე მოზარდს მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ.
ერთსაათიანი ძებნის შემდეგ, მოზარდის ცხედარი იპოვეს.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, გარდაცვლილი რუსთავის N16 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ჭანჭარაშვილია. მისი მეგობრების ინფორმაციით, ნიკას ხიდის ჯებირიდან ფეხი დაუცდა და მტკვარში გადავარდა.
კომენტარებს უცვლელად გთავაზობთ :
„15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბეტონზე ჰქონდა თავი დარტყმული, წყალში ჩავარდნისას უკვე გონება ჰქონდა დაკარგული და ჩავარდნიდან 5 წუთში გარდაიცვალა.“- წერს ერთ-ერთი მეგობარი.
„მყვინთავი ადგილზე მისვლისთანავე ჩავიდა მტკვარში. ჯერ მივიდა მყვინთავების ჯგუფი და მერე დანარჩენი. მეთევზის გარდა იქ არავინ იყო.“ – წერს მეორე მეგობარი.
შეგახსენებთ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
#პრაიმტაიმი