ინგლისის იორკშირის საგრაფოს მკვიდრმა, 11 წლის ჯუდ უოკერმა დღეს ქვეითი მოგზაურობა დაიწყო. ფეხით ის საკუთარი სახლიდან ლონდონამდე 321 კილომეტრს გაივლის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ ქმედებით მოზარდს სურს, მოსახლეობას მისი პეტიციის შესახებ გააგებინოს, რომელიც ბრიტანეთში, გარემოში მავნე ნივთიერებების მოხვედრაზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.
ჯუდ უოკერის თქმით, პეტიცია, რომელიც ამ საკითხზე საპარლამენტო დებატების გამართვას ითვალისწინებს, თებერვალში შეადგინა.
“იმედი მაქვს, რომ ის 100 000 ხელმოწერას მოაგროვებს, რათა საკითხი პარლამენტმა განიხილოს”, – ამბობს მოზარდი.
უოკერი დღეში 16 კმ-ის გავლას აპირებს და მოგზაურობას, სავარაუდოდ, 20 დღეში დაასრულებს.
მსვლელობის დაწყების დღეს ის დედამ და რამდენიმე ადგილობრივმა დეპუტატმა გააცილეს.









