ხონში მოკლული მამაკაცი 63 წლის ბარნაბი ჩომახიძეა. მამაკაცს გუშინ საღამოს მეზობელმა შელაპარაკების ნიადაგზე გულის არეში დანა ჩაარტყა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ის სახლში დედასთან ერთად ცხოვრობდა. დაკავებუსლი დედა მატკიცებს რომ გარდაცვლილი თავდამსხმელს სისტემატურად ემუქრებოდა. დაკავებულის ახლობლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მკვლელობამდე 65 წლის კაცი დაკავებულს სახლში ნაჯახით მიუვარდა.
“თოფი უსვრიათ, შემდეგ მოვარდა ნაჯახით, ორი ბიჭი ახლდა, თუმცა მეზობლებმა დააბრუნეს. დედაჩემს დახმარებისთვის 112-ში დაურეკავს და ამაზე გაბრაზებულა, როგორ დარეკეო?! შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როცა დედა პოლიციას გამოკითხვაზე ჰყავდა წაყვანილი. ამან დრო იხელთა და კიდევ მიუვარდნენ” – აცხადებს დაკავებულის ოჯახის წევრი.










