ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ გიორგი შალამბერიძეს, მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა – სასულიერო პირი ფილტვისა და თავის სიმსივნეს ებრძვის.
დეკანოზს გერმანიაში მკურნალობა ესაჭიროება, რომელიც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული; მისი გადახდის საშუალება კი ოჯახს არ აქვს.
დეკანოზ გიორგი შალამბერიძის ოჯახი და მრევლი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
“დღეს მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ!!! სიცოცხლე ვაჩუქოთ ქ. ქუთაისის მეფე დავით აღმაშენებლის და მეფე ბაგრატ მესამის წინამძღვარს, ყველასათვის უსაყვარლესს, დეკანოზ მამა გიორგი შალამბერიძეს, რომელსაც დაუდგინდა დიაგნოზი ფილტვის და თავის სიმსივნე, სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა გერმანიაში, რაც მოგეხსენებათ დიდ ხარჯებს მოითხოვს, დღეს თითო ლარიც კი მისთვის გადამწყვეტია, ვინც მამა გიორგის არ იცნობთ მინდა გითხრათ, რომ არის საოცარი ადამიანი, ყველასთვის სულიერად თუ ფიზიკურად გვერდში მდგომი, არა ამქვეყნიური ღვთის ძალით განსჭვალული მოძღვარი, რომლის 35 წლის მოღვაწეობა აღსავსეა კეთილი საქმეებით, ის იყო პირველი ვინც სვანეთში აღადგინა დაკეტილი ეკლესია, ის იყო პირველი, რომელმაც ქუთაისში ხარების ეკლესია მართმადიდებულურად აქცია და პირველი წირვა ლოცვა აღავლინა, დღეს კი მას ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა.
უმორჩილესად გთხოვთ ყველას, არ დავიშუროთ თუნდაც 1 ლარი და ვილოცოთ მისთვის. ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი Ge23bg0000000194857100 მუღლე ინეზა შალამბერიძე, პირადი ნომერი: 60001041543” – ნათქვამია განცხადებაში