იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე კორონავირუსისგან განიკურნა. თამარ ილურიძე ამბობს, მან ვირუსი მარტივ ფორმებში გადაიტანა, საავადმყოფო უკვე დატოვა და ამჟამად კარანტინში იმყოფება.
თამარ ილურიძე მადლობას უხდის როგორც საქართველოს საელჩოს იტალიაში, ისე საავადმყოფოს, სადაც მკურალობას გადიოდა და, როგორც თავად ამბობს, მაქსიმალური ყურადღების ქვეშ იყო.
„ჩემს შემთხვევაში მკურნალობა მიმდინარეობდა მედიკამენტების გარეშე, ვინაიდან სიმპტომები დიდად არ გამოვლენილა. არ მქონია სუნთქვის გაძნელება და, საბედნიეროდ, არც პნევმონიაში გადაიზარდა დაავადება. კვების რაციონი იყო მდიდარი, რათა ვიტამინებით გაეჯერებინათ ორგანიზმი. საავადმყოფოში ვიყავი 10 დღე, მე-11 დღეს ტესტი გავიარე და უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შემდეგ გადამიყვანეს სასტუმროში, სადაც გავდივარ სავალდებულო საკარანტინო პერიოდს“, – ამბობს თამარ ილურიძე.
წყარო










