თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, ლევან გოდერძიშვილმა მუშაობა Microsoft-ის პრაღის ოფისში დაიწყო. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტივე ავრცელებს.
“თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, ლევან გოდერძიშვილმა მუშაობა დაიწყო Microsoft-ის პრაღის ოფისში.
ლევანი იმუშავებს M365 Engineering Security-ს გუნდში Software Engineer-ის პოზიციაზე.” – წერს თავისუფალი უნივერსიტეტი.