გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში – ცეცხლსასროლი იარაღით მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილი მოკლულეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მას 85 წლის თანასოფლელმა ესროლა, რომელთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდა. ჯანიაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.










