რუსულ აგერსიას მარიუპოლში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა შეეწირა…
ის მარიუპოლს იცავდა…
იგი საქართველოს ყველა ომის მონაწილე და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა .
…………..
ნიკო მიქაია წერს:
„ბახვა ჩიქობავა იყო უმაღლესი კლასის სპეც რაზმელი!
ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი! სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს უფროსი! მთელი შეგნებული ცხოვრება ებრძოდა რუსეთს და იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისთვის!
რა თქმა უნდა ამ ხელისუფლებისგან დევნილი! აიძულებდნენ ცრუ ჩვენები მიეცა, თორემ დაჭერით ემუქრებოდნენ! ამიტომაც დატოვა საქართველო და 2014 წლიდან იბრძოდა უკრაინაში!
იყო ლეგენდარული ბატალიონ აზოვის ერთ-ერთი ინსტრუქტორი! ბახვა ამზადებდა ბატალიონს, რომელზეც ახლა მთელი მსოფლიო ლაპარაკობს!
აი ასეთი კაცი იყო დევნილი საქართველოდან ამ ხელისუფლების მიერ! წუხელ ის გმირულად დაიღუპა მარიუპოლში! ?”