LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ არის ბიჭი, რომელმაც ანგელა მერკელის პირადი ფოსტა გატეხა

ვინ არის ბიჭი, რომელმაც ანგელა მერკელის პირადი ფოსტა გატეხა

დაპოსტა 2020/05/21-ში
A A
250
ნახვა
გაზიარება

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა რუსეთის ГРУ-ს ოფიცრის, დიმიტრი ბადინის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა. მას 2015 წლის გერმანიის საპარლამენტო არჩევნების დროს ბუნდესტაგზე უპრეცედენტო ჰაკერული თავდასხმის განხორციელება ედება ბრალად. ბადინზე უკვე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

29 წლის დიმიტრი ბადინი კიბერსამყაროში ცნობილი ფიგურაა, გერმანია არ არის პირველი და ერთადერთი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც მან კომპიუტერული მანიპულაციები გამოსცადა – მას ანტიდოპინგურ სააგენტო WADA-სა და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის შტაბის სერვერებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.  ბადინისა და მისი გუნდის კვალს ხედავენ იმ თავდასხმებში, რომლებიც განხორციელდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ოფისზე, შვეიცარიის ქალაქ შპიცში ქიმიურ ლაბორატორიაზე, დანიის მთავრობის სერვერებზე, ფრანგულ ტელეკომპანიაზე, მაკრონის ელექტრონულ ფოსტაზე და ასეთი კიდევ მრავალი სხვაა.

ბუნდესტაგზე ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის კიბერთავდასხმა  2015 წელს თითქმის ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ბევრმა გერმანელმა დეპუტატმა მაშინ ერთნაირი ელექტრონული გზავნილი მიიღო, რომლებშიც @un.org ფიგურირებდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს წერილები გაერო-სთან არის დაკავშირებული. მათში ინახებოდა ბმული, რომელზე გადასვლაც სისტემაში მავნებლური პროგრამა-ჯაშუშის შეღწევას იწვევდა.

ჰაკერებმა გერმანელების კომპიუტერებიდან ამგვარად 16 გეგაბაიტამდე მოცულობის ინფორმაციის მოპარვა მოახერხეს. რუსმა ჰაკერებმა ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტა გატეხეს, რის შედეგადაც რუსული სამხედრო დაზვერვისთვის ათასობით ელექტრონული წერილი გახდა ხელმისაწვდომი.  ასევე, კიბერთავდასხმის შედეგად მოპარული იყო პარლამენტის თანამშრომლებისა და პოლიტიკოსების პაროლები, მიმოწერა, საიდენტიფიკაციო მონაცემები, საიდუმლო მასალები და სხვა პირადი ინფორმაცია. ზიანი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ამ შეტევის შემდეგ ბუნდესტაგის კომპიუტერული სისტემა რამდენიმე დღეს  გამორთული იყო.

რაც შეეხება უშუალოდ დიმიტრი ბადინს – ის  ГРУ-ს ელიტური სამხედრო ჰაკერული დანაყოფის, 26165-ის წევრად მიიჩნევა. ეს დანაყოფი კრიპტოგრაფებსა და კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებს აერთიანებს. საბჭოთა დროში ეს სამხედრო დანაყოფი ГРУ-ს მეექვსე სადაზვერვო განყოფილებისთვის მონაცემების დაშიფრვითა და კრიპტოანალიზით იყო დაკავებული.

გავიდა წლები, რუსეთის ხელისუფლებამ ინტერნეტის ძალასა და მნიშვნელობას გემო გაუგო და 26165-ე დანაყოფის ბაზაზე ჯგუფი Fancy Bear/APT28 შეიქმნა. სწორედ ამ ჯგუფმა, რომლის რიგებში დიმიტრი ბადინიცაა, მიზანში არაერთი სახელმწიფო და მისი სტრუქტურები ამოიღო. მათი სამიზნეები გახდნენ უკრაინა და საქართველოც. Fancy Bear-მა უკრაინაში პოლიტიკოსების მეილები “დაჰაკა”, თავად რუსეთში ისინი ხშირად ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წევრების ინფორმაციას იპარავენ, მათ შორის იყო ალექსეი ნავალნისა და მიხეილ ხოდორკოვსკის ელექტრონული ფოსტის მონაცემებიც.

2017 წელს Associated Press-ი  წერდა, რომ ჰაკერების ეს ჯგუფი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ჩაერია.  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოს, საკრებულოების, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციის ვებგვერდებზე, სერვერებსა და კომპიუტერულ მართვით სისტემებზე თავდასხმა. ამ შემთხვევაშიც იმავე ჰაკერულმა ჯგუფმა, Fancy Bear-მა “იმუშავა”.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დადგინდა, რომ ოპერაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. თავდასხმა დაგმო დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, დანიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, პოლონეთმა, ნოვერგიამ, ჩეხეთმა, მონტენეგრომ, რუმინეთმა, ნიდერლანდებმა, კანადამ, ავსტრალიამ და უკრაინამ. რა თქმა უნდა, რუსეთმა პასუხისმგებლობისგან გაქცევის ჩვეულ მეთოდს მიმართა. მის წინააღმდეგ, უკვე მერამდენედ, გაერთიანებული ქვეყნები პროვოკაციაში დაადანაშაულა ისე, თითქოს, კრემლის სპეცსამსახურებს კომპიუტერი თვალითაც კი არ უნახავთ.

13 მაისს ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა მომხდარი საკმაოდ მწვავედ შეაფასა.

“გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტკივილს მაყენებს. ერთი მხრივ, ყოველდღიურად ვმუშაობ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობისთვის და, მეორე მხრივ, როდესაც ვხედავ, არსებობს ასეთი მყარი მტკიცებულება, რომ  რუსეთი ასეთ ოპერაციებს ატარებს, ეს დაძაბულობას აჩენს”, – განაცხადა მერკელმა.

მერკელმა აღნიშნა, რომ ჰაკერული თავდასხმა არა დამოუკიდებელ აქტად, არამედ რუსეთის ერთიანი ჰიბრიდული ომის ნაწილად უნდა აღვიქვათ. მერკელმა ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაც გაიხსენა, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებენ. კანცლერმა აღნიშნა, რომ ბერლინი იტოვებს უფლებას, რუსეთს შესაბამისად უპასუხოს. კრემლი  კვლავ  უდანაშაულო მსხვერპლის როლს ირგებს.

ghn.ge

გაზიარება103

დაკავშირებული -პოსტები

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე
მთავარი

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩემი პირადი ერთი გადაწყვეტილების შესახებ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს 10...

დაწვრილებითDetails

ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 3 ახალგაზრდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა, წუხელ, ოზურგეთში მომხდარი ავარიის შედეგად. - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს “როცა კლინიკაში შემოიყვანეს დაზარალებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები-ქალა ფუძის და მენჯის ძვლის მოტეხილობა,...

დაწვრილებითDetails

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა
მთავარი

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა - ინფორმაციას Reuters ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მათ შორის სულ მცირე 800 უცხოელია. პოლიციის თქმით, მოსალოდნელია, რომ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:   27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიურ მოქმედებას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამსახურში შესაძლოა ახალი პასუხისმგებლობა ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ხარჯვას. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს...

დაწვრილებითDetails

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
მთავარი

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.   ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.   ნეპალის პოლიციის განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავჭალის ხიდთან ნაპოვნი გარდაცვლილი გოგოს შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.   როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17...

დაწვრილებითDetails

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"