ქუთაისელებს 31 ოქტომბერს სამი არჩევანის გაკეთება მოუწევთ. რომელმა მაჟორიტარმა და პარტიამ უნდა წარმოადგინოს და დაიცვას მათი ინტერესები პარლამენტში და ვინ იქნება ქალაქის მერი. ქუთაისის პირველი პირის არჩევა, საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ქალაქის ბოლო მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა ვადამდე ადრრ დატოვა , ამ ეტაპზე ქალაქის პირველი პირის მოვალეობას მისი მოადგილი დავით ერემეიშვილი ასრულებს. მეგა ტვ-ის ჟურნალისტმა მოქალაქეებს შეკითხვა დაუსვა, რას ელოდებიან ისინი ქალაქის მომავალი მმართველისაგან და როგორია მათი მოლოდინი .
ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციაურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის ახლობლები ავრცელებენ. როგორც კომენტარებიდან ირკევვა შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.










