საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე იმ ექიმებს აკრიტიკებს, რომელთა განცხადებითაც, საუკეთესო იმუნიტეტს გადატანილი კოვიდინფექცია უზრუნველყოფს. ფხაკაძე სავარაუდოდ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებას გულისხმობს.
P.S.: ვინც ამბობს, რომ კოვიდის გადატანით შეძენილი იმუნიტეტი ჯობს ვაქცინაციის იმუნიტეტს, ეს ადამიანები /კოლეგები ვერ ხედავენ ან არ უნდათ, რომ დაინახონ სიმართლე! მედიცინა და მეცნიერება დგას მტკიცებულებებზე, წაიკითხეთ წიგნები, სამეცნიერო ჟურნალები, ცოტათი გაურიეთ ანალიზი, მეცნიერულ წრეშიც გაიარ-გამოიარეთ. და ეს თუ არ შეგიძლიათ, აკეთეთ თქვენი ვიწრო დარგიბრივი საქმე და მავნებლობებას თავი დაანებეთ. თქვენი გაუაზრებელი საქციელით თქვენ ანადგურებთ ისედაც მცირე ერს! ეს ისე, წაიკითხეთ, მარტივ ენაზეა:” – წერს ფხაკაძე.