სოციალური ქსელის მომხმარებელი კოკა ქამუშაძე ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდვითარებაზე წერს. ამბობს, რომ მალე მთელი მსოფლიო აცრილი ივლის, ქართველები კი სახლში, ოთხ კედელში ვიქნებით გამოკეტილი, ისე როგორც ცხოველები ზოოპარკში.
“ისევ იმატებს შემთხვევები, ისევ დაიხურება სკოლები, ისევ გაჩერდება ტრანსპორტი, ისევ დაწესდება კომენდანტის საათი, ისევ გამოგვკეტავენ სახლში. მთელი მსოფლიო გარეთ ივლის აცრილი და ჩვენ ვისხდებით ოთხ კედელში, როგორც ზოოპარკის ცხოველები და ვიმღერებთ სიმღერებს იმაზე როგორ აცდუნეს მთელი მსოფლიო და მხოლოდ ჩვენ დავრჩით უბიწო და შეურყვნელი. ვაი ჩვენს პატრონს“, – წერს კოკა ქამუშაძე.









