LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვითარება შოვში – როგორ განვითარდა მოვლენები

დაპოსტა 2023/08/04-ში
A A
90
ნახვა
გაზიარება

უმძიმესი ღამის შემდეგ, შოვში სამაშველო ოპერაცია განახლდა, საფრენი ამინდია. არ წვიმს. გათენების შემდეგ შოვის თავზე დაფრინავს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, შესრულდა რამდენიმე რეისი. შსს იტყობინება, რომ მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი უკვე განახლდა.

პარალელურად მონიტორინგი და სადაზვერვო ფრენებია, ანუ ესეც სამაშველო ოპერაციის ნაწილია.

ღვარცოფის ადგილი დაახლოებით სამმეტრიანი ლაფითაა დაფარული.

 

რაჭაში, სტიქიის ზონაში დამატებით 15-მდე სამაშველო ჯგუფი ჩავიდა. ადგილზე გრძელდება სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.

 

რამდენიმე ადამიანი მამისონის უღელტეხილის სექტორზე, მესაზღვრეებთან მივიდა, ათეული ადამიანი სხვადასხვა ლოკაციაზე, მაშველების მეთვალყურეობის ქვეშაა – თემურ მღებრიშვილი.

 

მაშველებმა ტყეში იპოვეს ასევე ექვსკაციანი ჯგუფი, რომლებიც ასევე, ტყეს აფარებდნენ თავს, ისინიც უვნებლად და მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ანუ ის 50 ადამიანი, ვისაც ვერ უკავშირდებოდნენ, ექვსით შემცირდა.

 

დაზარალებულებს თავშესაფარს სთავაზობენ – სტიქიის ზონიდან გამოსულებს, ვისაც არ გაქვთ თავშესაფარი, ჩვენი ოჯახი მიგიღებთ, რა თქმა უნდა უსასყიდლოდ

 

გამოჩდნენ მოხალისეები – ,,თუ შეგიძლიათ, ქუთაისიდან ვინმემ წაგვიყვანოთ შოვში, დრონებით დახმარება შეგვიძლია, ღამითაც და დღისითაც” – ამის შესახებ გვერდი ,,მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ” სოციალურ ქსელში წერს.

 

რა ხდებოდა დაბნელებამდე: 70-მდე ადამიანი გადაიყვანეს ვერტმფრენებით უსაფრთხო ადგილას, მათ შორის 16 ბავშვი. შტაბმა ისინი სხვადასხვა ადგილას, სასტუმროებში გადაანაწილა.

 

ინფორმაცია გავრცელდა მსხვერპლის შესახებ – მიწის მასის დამუშავებისას ორი ცხედარი იპოვეს.

 

ამოქმედდა ცხელი ხაზი – დარეკეთ ცხელ ხაზზე 598 913 089 – თუ ფლობთ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ

 

მუშაობს საგანგებო შტაბი, – სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები, წაღებული არის 2 ხიდი და ამ მიმართულებით, მობილიზებულია ტექნიკა და კიდევ დაემატება. ხვალ დილიდან გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები, ისევე, როგორც წაღებული ხიდების აღდგენა და საგზაო კომუნიკაციის აღსადგენად ყველა ზომა იქნება მიღებული. ადგილზე წარმოდგენილნი არიან ყველა შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე აქ არიან გეოლოგები, ინჟინრები, რომლებიც ხვალ დილით ხელახალ შესწავლას აპირებენ აღნიშნული არეალის. რეალურად კეთდება ყველაფერი რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს ყველა ძალისხმევა. სამწუხაროდ, 2 ცხედარი არის აღმოჩენილი, რომელთა გადმოსვენება უკვე ხვალ განხორციელდება და შემდგომ უკვე პროცედურების დაცვით მოხდება მათი იდენტიფიცირება,” – განაცხადა ქარსელაძემ

მაშველებს სამმეტრიან ლაფში უწევთ მუშაობა, 3 მილიონ კუბამეტრამდე მიწის მასაა ჩამოსული საერთო ჯამში.

ძლიერი წვიმებმა ადგილობრივი მდინარეების ადიდება გამოიწვია. შედეგად 3 აგვისტოს, მდინარე ბუმბურას ადიდების გამო ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა.

 

სტიქიის შედეგად განადგურდა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა. მეწყერმა წაიღო კოტეჯების ნაწილი, ნაწილი კი მოიწის მასით დაფარა. ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა კი 2 ხიდი წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"