LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ვთხოვე შვილს, სახლში წამიყვანე, სახლში სიკვდილი მირჩევნია-მეთქი”

,,ვთხოვე შვილს, სახლში წამიყვანე, სახლში სიკვდილი მირჩევნია-მეთქი”

დაპოსტა 2020/11/16-ში
A A
602
ნახვა
გაზიარება

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გოგი აბსავა, წერს:

“მოგიყვებით ისტორიას, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა…

26 ოქტომბერს დილით თავი შეუძლოდ ვიგრძენ საღამოს რვა საათზე 38,5 -მდე ამიწია ტემპერატურამ. მაშინვე დავუკავშირდით სოფლის ოჯახის ექიმს, რომელმაც რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მოგვცა და გვირჩია მიმეღო სიცხის დამწევი საშუალება პარაცეტამოლი, რაც მაშინვე გავაკეთეთ. მიუხედავად ამისა მომდევნო დღეებში ჩემი მდგომარეობა სულ უფრო დაუფრო დამძიმდა, სიცხის დამწევი მიღებიდან ერთ ორ საათში რამდენიმე ხაზით დასწევდა ტემპერატურას და ისევ ზევით ავარდებოდა. ისე რომ უკვე 39 გრადუსს ქვემოთ არ ეშვებოდა, ერთ ორჯერ სულაც 40 მიუკაკუნა. ასე გაგრძელდა ხუთი დღე ძალიან კრიტიკული აღმოჩნდა 31 ოქტომბერი სიცხე 40 გრადუსზე დადგა ურყევად, მთელი ეს დღეები მქონდა ცხელება და ყოველ სამ ოთხ საათში საცვლებს და საბან გობანს მიცვლიდნენ.

31 კი ძალიან ცუდად გავხდი, მეჩვენებოდა, რომ გონს ვკარგავდი, ოჯახის ექიმმა გვირჩია დაგვერეკა 112 სასწრაფო დახმარებისთვის რათა რუხის კოვიდ ინფიცირებულთა საავადმყოფოში გადავეყვანეთ. დილიდან დავიწყეთ რეკვა, მაგრამ უშედეგოდ, მაშინ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე დავრეკეთ, რამდენიმე მცდელობის შემდეგ დაგვიკავშირდნენ, ავუხსენით სიტუაცია. იქედან გვითხრეს, რომ დაგვაკავშირებდნენ 112 ოჯახის ექიმთან ეს ხდება დილით, მაგრამ ვინაიდან არავინ დაგვიკავშირდა ჩემმა შვილმა გადაწყვიტა თვითონ წავეყვანე რუხის კოვიდსაავადმყოფოში მაღალი სიცხით და ოფლით გაღვარული ტანსაცმელით მივადექით საავადმყოფოს, სადაც არც კი მოგვისმინეს და გვირჩიეს ზუგდიდში ქალაქის ცენტრში განთავსებულ კოვიდ ლაბორატორიაში აგვეღო ტესტი ინფექციაზე. თუმცა ინფექციის დამტკიცების შემთხვევაშიც მიღებაზე იმთავითვე უარი გვითხრეს.

წამოვედით წვიმიანი და საოცრად ცივი დღე იყო, როცა მივედით ადგილზე ვნახეთ რამდენიმე ათეული ადამიანი ამ წვიმასა და სიცივეში, კეთროვნებივით მდუმარედ იდგნენ რიგში და ელოდებოდნენ ტესტირებას. შვილს რიგში ვერ ჩავაყენებდი, ვერც მე ჩავდგებოდი ოფლით დასველებული ტანსაცმლით და 39 გრადუსიანი სიცხით და ვთხოვე შვილს სახლში წამიყვანე თუ მოვკვდები სახლში სიკვდილი მირჩევნია მეთქი.

საღამოს 12 საათისთვის 112 ოჯახის ექიმისგან შემოვიდა ზარი, პასუხი დილით დარეკილზე, რომ ჩემთან გამოვიდოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. პირველისნახევრისთვის მართლა მოვიდა ასტრონავტებივით შეფუთული ორი ექიმი, ოთახში შემოვიდნენ ისე, რომ ხელი არაფრისთვის უხლიათ, არც დამსხდარან და ერთერთმა დამიწყო გამოკითხვა. მეც მოვუყევი რაც იყო და როგორ რაზეც ,,ასტრონავტმა” მხრები აიჩეჩა და მითხრა ნიშნებით ძალიან ჰგავს კოვიდ ინფექციას, ოღონდ ვერც გამოკვლევაზე და ვერც სტაციონარში ვერ წაგიყვანთ, რადგან საავადმყოფოები გადაჭედილია. ამიტომ გირჩევთ გამხნევდეთ, მიიღოთ მეტი სითხე, სიცხის დამწევი რა გაქვთ ჩამეკითხა ის, პარაცეტამოლი ამოვიკვნესე მე, სადაური წარმოებისაა? ქართული, კარგით მანქანაში მაქვს ერთი ტაბლეტი რუსული პარაცეტამოლი და იმას დაგიტოვებთ… ასტრონავტი კოსმონავტი აღმოჩნდა. დამტოვეს სახლში და წავიდნენ.

1-2-3 ნოემბერი სიცხეები 39 ქვემოთ არ ჩამოსულა, მაშინ ოჯახის ექიმმა დამინიშნა ხუთი დღით ანტიბიოტიკი, შემდეგ 8 ნოემბრიდან სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკი 13 ნოემბრანდე და ბოლოს კიდევ სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკი ავადმყოფობის 17 დღეს ძლივს მივაღწიეთ დაბალ ტემპერატურას 37-37,5 რაც ანთებით პროცესებზე მიუთითებს. აქვე მინდა საგანგებოდ ავღნიშნო, რომ არც ერთ კლინიკასა თუ საავადმყოფოში სიცხიან ავადმყოფს არსად არ ღებულობენ, პირადად მქონდა მცდელობა და არ მიმიღეს.

ბოლოს როცა სიცხე დაბლა დაეშვა ისევ ოჯახის ექიმმა მირჩია ამეღო კოვიდზე სინჯი. წავედით კომბინატის ტერიტორიაზე განთავსებულ ცენტრში. იყო უამრავი ხალხი, კარზე მოდარაჯე თეთრხალათიანმა მითხრა, რომ დღიური ნორმა ქონდათ 50 ტესტი და მე არ მომიწევდა ამიტომ მირჩია სხვაგან კერძოდ რეფერალურ საავადმყოფოსთან წავსულვიყავი. როგორც იქნა დამტესტეს და მეორე დღეს მომივიდა პასუხი, რომ მე კოვიდუარყოფითი ვარ. ესეიგი მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ჩვეულებრივი ვირუსით ვიყავი დასნებოვნებული, მაგრამ არ გამეწია არც სათანადო გამოკვლევა და არც სრულყოფილი სამედიცნო დახმარება. სიცხე წავიდა, პარასკევს როგორც იქნა დავდარაბის შემდეგ გავიკეთე ფილტვების ტომოგრამა, პასუხს დღეს ველი…

ასეთ მდგომარეობაში უამრავი ადამიანია, ვერ იკეთებენ კოვიდ ტესტებს, გამოკვლევებს, ვერ ღებულობენ სათანადო სამედიცინო დახმარებას. რაიონის მასშტაბით ერთი ორი მობილური ჯგუფი, რომ არსებობდეს რომელიც სიცხიანი ადამიანების ტესტირებას მოახდენს და ეს ისედაც დასნებოვნებული ხალხი ქარში წვიმასა და სიცივეში ქუჩაში, რომ არ დახოცოთ დიდი თანხა ჭირდება? ადამიანს თუ არ აღმოაჩნდება ეს ვირუსი ხომ შეიძლება სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტაროთ, არადა მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლი სულ ერთი არ არის?…

იძახით საწოლები არ გვყოფნის და ა.შ. ვხედავ მეზობელ ქვეყნებში საველე საავადმყოფოებს შლიან თუ იქ შეიძლება ჩვენთან ვითომ რატომ არ შეიძლება? სხვათაშორის იქ კოვიდინფიცირებულებს მედიკამენტებს უფასოდ უგზავნიან სახლში ჩვენთან კი გამოკვლევებზე არავის არავითარი შეღავათები არა აქვს, ბევრს წამლის ფულიც არ გააჩნია და კიდევ უამრავი ლაფსუსი ახლავს ამ ჰიპოკრატეს ფიცის გამტეხ ჯანდაცვას… გადახედეთ თქვენს პროტოკოლს …

და მაინც გულს საბოლოოდ არ გავიტეხ ჯანდაცვაზე მთელი ამ ხნის განმავლობაში რჩევით, მორიტორინგით და წამლების დანიშვნით ყოველდღე რამდენჯერმე გვირეკავდა ოჯახის უბნის ექიმი ქალბატონი ნანა კვესელავა დიდი მადლობა მას ამისთვის, მაგრამ ვიმეორებ არსწორად შედგენილი პროტოკოლების გამო ან საერთოდ ვერ ხდება ავადმყოფთა გამოკვლევა ან მაქსიმალურად თითქმის შეუძლებელამდე გაძნელებულია და რომელ ექიმს შეუძლია ასეთ პირობებში სწორი დიაგნოზის დასმა, ეს არის პრობლემა…”

წყარო Alia.ge

გაზიარება241

დაკავშირებული -პოსტები

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – გაფრთხილება ამინდზე

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.   „9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის...

დაწვრილებითDetails

ნიკოლოზ და გაბრიელ კაპანაძეები ,,ევერესტის“ გამარჯვებულები გახდნენ

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
ნიკოლოზ და გაბრიელ კაპანაძეები ,,ევერესტის“ გამარჯვებულები გახდნენ
მთავარი

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ და გაბრიელ კაპანაძეებმა „მოაზროვნეს“ 2026 წლის გაზაფხულის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადაზე კიდევ ერთი წარმატება მოიპოვეს!  გაბრიელ კაპანაძემ (III კლასი) მოიპოვა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა სკოლა “იმედის” დამფუძნებელი ცოტნე გველესიანი

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
გარდაიცვალა სკოლა “იმედის” დამფუძნებელი ცოტნე გველესიანი
მთავარი

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა “იმედის” დამფუძნებელი და დირექტორი ცოტნე გველესიანი გარდაიცვალა. სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს: "ისტორია მხოლოდ წარსულის მატიანე როდია, იგი ადამიანების ნააზრევითა და ღვაწლით იწერება, ის ვინც ეპოქას...

დაწვრილებითDetails

არ აღენიშნებდა პულსი და სუნთქვა – სასწრაფოს ექიმები მამაკაცი გადაარჩინეს

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
არ აღენიშნებდა პულსი და სუნთქვა – სასწრაფოს ექიმები მამაკაცი გადაარჩინეს
მთავარი

თბილისის სასწრაფო დახმარების პირველი რაიონული სამსახურის 0131 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით ზოგადი სისუსტე. ბრიგადა გამოძახების მისამართთან ახლოს იმყოფებოდა და ადგილზე 2 წუთში მივიდა, სადაც 68 წლამდე მამაკაცი უკვე უგონო მდგომარეობაში...

დაწვრილებითDetails

“სუპერ ელ-ნინიო“ ძლიერდება – მეცნიერები ექსტრემალური ამინდის ზრდას ელიან

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
“სუპერ ელ-ნინიო“ ძლიერდება – მეცნიერები ექსტრემალური ამინდის ზრდას ელიან
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბი სულ უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ წყნარ ოკე­ა­ნე­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ელ-ნი­ნი­ოს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მოვ­ლე­ნა გახ­დეს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, მის­მა გაძ­ლი­ე­რე­ბამ შე­საძ­ლოა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ექ­სტრე­მა­ლუ­რი ამინ­დის მოვ­ლე­ნე­ბის ზრდა გა­მო­იწ­ვი­ოს...

დაწვრილებითDetails

თამარ მეფის მონეტა სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში აღმოაჩინეს

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
თამარ მეფის მონეტა სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში აღმოაჩინეს
მთავარი

"სომ­ხე­თის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ამ­ბერ­დის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპო­ნა­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა კავ­კა­სი­ის გავ­ლე­ნი­ა­ნი მმარ­თვე­ლის, თა­მარ მე­ფის მო­ნე­ტა...", - სომ­ხე­თის მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათა­სო­ბით მომ­ხმა­რებ­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა...

დაწვრილებითDetails

მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს დაასწრებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს დაასწრებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არასერიოზული ხალხია. „ეს, ზოგადად, კარგი პროცესია. მე...

დაწვრილებითDetails

მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები
მთავარი

ზაფხულში ყველაზე სუფთა ბინაც კი არ არის იმუნური ბუზების მიმართ. მწერები ადვილად შედიან ღია ფანჯრებიდან, განსაკუთრებით თუ ოთახში საკვების ან ხილის სუნი დგას. რეგულარული დალაგება, ნაგვის გატანა და ჭურჭლის რეცხვაც...

დაწვრილებითDetails

31 წლის კაცმა საკუთარ ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, დაღუპულია 8 ბავშვი – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მთავარი

აშშ-ის ლუიზიანა-ს შტატში მომხდარმა შემზარავმა ოჯახურმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 31 წლის კაცმა საკუთარ ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა ბავშვი, რომელთაგან შვიდი მისი ბიოლოგიური შვილი...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

გოგა მანია სოციალურ ქსელში ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს. „6 ივლისი, 2026 წლის ახალი ჩანაწერი ( წინასწარმეტყველება) იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არა მარტო... შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"