LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს ცესკოს შესთავაზოს კომისიის წევრებისა და ყველა იმ პირის ვაქცინაცია , ვინც ჩართული იქნება არჩევნებში

ვთქვით, რომ „დიახ, ჩვენ დავეთანხმებით ფრენებს“ და შეთანხმება გავაფორმეთ – ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებზე

დაპოსტა 2023/09/28-ში
A A
44
ნახვა
გაზიარება

ირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთთან არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკება და მითუმეტეს, მთავრობის სახელით არ გამართულა – ყველაფერი ღიად გავაკეთეთ, ვთქვით, რომ „დიახ, ჩვენ დავეთანხმებით ფრენებს“ და შეთანხმება გავაფორმეთ

ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე – ვინ ტყუის: ლავროვი, რომელმაც თქვა, რომ ფრენების აღდგენა ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმდა, თუ თავად პრემიერი, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთმა დამოუკიდებლად მიიღო, ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

 

„ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. ძალიან მარტივადაა საქმე, ამას პატარა ბავშვი მიხვდება. გაგახსენებთ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის კომპანიებს, რუსულ კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა სკანდალი ნახეთ ამაში, რა აღმოაჩინეთ? მანამდე თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ მთავრობასთან შეთანხმება მოხდა. ეს ჩვენ ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს დაუწესებს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას წაადგება, კარგია. ეს ყველაფერი ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია, ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ დავეთანხმებით და დავეთანხმეთ კიდეც და შეთანხმება გავაფორმეთ, ვთქვით, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და არასანქცირებული თვითმფრინავები იფრენდნენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, მოლაპარაკებებში იღებდა თუ არა მონაწილეობას ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

„არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკება და მითუმეტეს, მთავრობის სახელით არ გამართულა, ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ჩვენმა მთავრობამ დაამოწმა, მოიწონა და გააფორმა შეთანხმება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია იმერეთში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულები ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი პირების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
მთავარი

ქურდული გარჩევები იმერეთის რეგიონში. 4 პირი დაკავებულია, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.   ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს იმერეთის პოლიციის...

დაწვრილებითDetails

დღეს დიდგორობაა – 905 წელი ისტორიული გამარჯვებიდან

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
დღეს დიდგორობაა – 905 წელი ისტორიული გამარჯვებიდან
მთავარი

დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღი - დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი შესრულდა.   1121 წლის 12 აგვისტოს გამართულმა ბრძოლამ, რომელიც მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიითა და...

დაწვრილებითDetails

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელოდებათ. სამსახურში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ კონფლიქტის თავიდან აცილებაში.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. სპონტანური შენაძენები გადადეთ. პირად ურთიერთობაში სასიამოვნო საუბარი...

დაწვრილებითDetails

12 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით უმეტეს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.   გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.  ...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ტელეკომპანია ,,თრიელთი" მიმართვას ავრცელებს ,,მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას! საქართველოს მთავრობა თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ საბანკო ანგარიშები! შეგიძლიათ დაგვადოთ ინკასო! შეგიძლიათ უარი გვითხრათ რესტრუქტურიზაციაზე! შეგიძლიათ გააჭიანუროთ სასამართლოები, დამალოთ გადაწყვეტილებები, არ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"