LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,დაიკრძალოს ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდაზე (ასი წლის შემდეგ)”-პეტიცია

ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

დაპოსტა 2021/01/11-ში
A A
161
ნახვა
გაზიარება

ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში წერს.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.

„მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება“ – ნათქვამია წერილში.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია.

„ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.

სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას.

პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი“ – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.

გაზიარება64

დაკავშირებული -პოსტები

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 მაისს 10:30-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

სუსი ჯაშუშობაში ბრალდებულის ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
სუსი ჯაშუშობაში ბრალდებულის ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერის ნაწილი, სადაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრაზე ინსტრუქტაჟის მიღების ფაქტია ასახული. "ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 9 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6859, ევრო – 3.1600, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6552 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

საბურთალოზე მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თბილისში, საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამ წუთებში კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამამ კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, 3 საკითხზე დააყენეს მოთხოვნა, საპატრიარქოსგან კი დადებითი პასუხი...

დაწვრილებითDetails

მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ
მედიცინა

"შევხვდით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის, მამა გურამ ჭარელაშვილს. გავაცანით ეს დაავადება, რა დაავადებაა, რამდენი ბავშვია და რა მასშტაბის პრობლემაა ეს ყველაფერი და რა გვესაჭიროება. ამაზე ვისაუბრეთ. თქვეს, რომ ყველანაირ დახმარებას...

დაწვრილებითDetails

საბურთალოზე კაცი მოკლეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

საბურთალოზე კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. „თბილისში შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა...

დაწვრილებითDetails

“რა დიდი ცირკი ყოფილა საქართველოში სამართლის პოვნა” – ეკა კუპატაძე

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მოწმემ, ნია იმნაძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, რადგან სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს. "მე არ ვმათხოვრობ სამართალს! მე მოვითხოვ...

დაწვრილებითDetails

ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ვანში ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჩ-ის (მისამართი: ვანი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ) ყველის საწარმოში შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"