LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვერ შევყვებით შეთქმულების თეორიებს – ჩარჩო კონვერტის და ბიულეტენის მანქანაში მოთავსების ინსტრუქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი არ არსებობდა – გიორგი შარაბიძე

ვერ შევყვებით შეთქმულების თეორიებს – ჩარჩო კონვერტის და ბიულეტენის მანქანაში მოთავსების ინსტრუქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი არ არსებობდა – გიორგი შარაბიძე

დაპოსტა 2024/10/30-ში
A A
11
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებული ჩართული მხარეების შეთქმულების თეორიებს ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მონიშვნის შემდგომ, მის მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის გამო, რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით – ჩარჩო კონვერტის და ბიულეტენის მანქანაში მოთავსების ინსტრუქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში, არ არსებობდა ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ განაცხადა.

როგორც შარაბიძემ აღნიშნა, ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟობის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც მისი თქმით, გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში.

„საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე მანიპულაციურ ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული მხარეები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ. სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო თუ ფოტო ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც მათი გამავრცელებლების მოსაზრებით, წარმოადგენს საარჩევნო პროცესში არასწორი ჩარევის ან ხმის ფარულობის წინასწარი განზრახვით დარღვევის ფაქტებს. მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირების მცდელობები ვერიფიკაციის მანქანაში ამომრჩეველთა დუბლირების შესახებ მთლიანად გააქარწყლა ამერიკული აუდიტორული კომპანიის დასკვნამ, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება შეუძლებელია, ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა საარჩევნო ბიულეტენების მონიშვნისას ამ ბიულეტენის მეორე მხარეს მისი ხილვადობის განხილვა, თითქოს სწორედ ეს არის მტკიცებულება ხმის მიცემის ფარულობის წინასწარ განზრახვით დარღვევის. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟობის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სპეციალური ჩარჩო კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან, რომელშიც ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა. აღნიშნული, არაერთგზის იქნა გამოცდილი განვლილი პილოტებისას და ტესტირებისას და ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ის, რომ ჩარჩო კონვერტი სრულად უზრუნველყოფდა ფარულობას, აღინიშნა სხვადასხვა მედია თუ საზოგადოების წარმომადგენლებისგან. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდა ჩარჩო კონვერტის გამოყენების ინსტრუქციაზე. ამასთანავე, ხმის მიცემის პროცედურის ყველა ნაბიჯი გამოკრული იყო საჯაროდ ყველა უბანზე. შესაბამისად, ჩარჩო კონვერტის და ბიულეტენის მანქანაში მოთავსების ინსტრუქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში, არ არსებობდა ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან როგორც ინფორმაციულად, ისე მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო ყველა საშუალება ამ საკითხებთან დაკავშირებით. გაფერადება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ჩანს, ბიულეტენის მეორე (უკანა) მხარეს, ზოგადად, სუსტი და გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოდნავ აღბეჭდილი იყოს, ის არცერთ შემთხვევაში ნათლად არ ავლენს ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ ზუსტ არჩევანს, რაც ინარჩუნებს ხმის საიდუმლოებას. ამომრჩევლის არჩევანის ფარულობა, მაშინაც კი არის უზრუნველყოფილი, თუ ძლიერად არის გაფერადებული ან მუქად, რაც შესაძლოა ჩანდეს მეორე მხარეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში დგინდებოდეს არჩევანი. ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებული ჩართული მხარეების შეთქმულების თეორიებს ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მონიშვნის შემდგომ, მის მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის გამო, რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

ის ასევე გამოეხმაურა სოციალური ქსელით თუ მედიით გავრცელებულ სხვა ინფორმაციას დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიულეტენებზე წინასწარ იყო მონიშნული კონკრეტული სუბიექტი წერტილით.

„ბიულეტენთან დაკავშირებით არჩევნების დღეს, ასევე, ვრცელდებოდა ფოტოები, რომელიც აჩვენებდა, რომ თითქოს ბიულეტენებზე წინასწარ იყო მონიშნული კონკრეტული სუბიექტი წერტილით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გადათვლების პროცესში არ აღმოჩენილა არც ერთი ბიულეტენი მსგავსი მონიშვნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ დაწერილა საჩივარი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი ამოცანა საზოგადოების აღქმებზე საინფორმაციო შეტევაა, რათა ამ ინფორმაციულ ნაკადში, საზოგადოებამ ვეღარ შეძლოს სიმართლის და ტყუილის გარჩევა და ბრმად დაიჯეროს მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ეს მოსახლეობის აღწერის მონაცემებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის მონაცემების „შედარების“ შემთხვევაში მოხდა. რისი აღიარებაც, შემდგომ, თავად ამ მონაცემების გამავრცელებლებსაც კი მოუხდათ. მეორე და გაცილებით მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა ამომრჩეველთა ნაკადების და მონაცემების მეცნიერულ მეთოდებთან დაკავშირებით, რომელიც არწმუნებს საზოგადოებას, რომ ამომრჩეველთა ასეთი ნაკადის გატარება საეჭვოა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთი კვლევები ერთი ან ორი უბნის მონაცემების მიხედვით წარმოებს, ამ გამოთვლების ავტორებს ხშირად ავიწყდებათ, რომ საარჩევნო უბნებზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი ვერიფიკაციის მანქანა იყო განთავსებული და ასევე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი ხმის მთვლელი მანქანა. შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მომსახურება ხდება არა თანმიმდევრულ, არამედ პარალელურ რეჟიმში, რაც ამგვარი კვლევების ავტორებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა არაერთი სტრეს ტესტი, საარჩევნო უბნების გამტარუნარიანობასთან დაკავშირებით და სწორედ ამაზე დაყრდნობით, ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ საარჩევნო უბნებზე დიდი რიგების პრობლემა არ დადგებოდა. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობის პირობებშიც კი, დაუბრკოლებლად მოხერხდა ამომრჩევლების მომსახურება. სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება დიაგრამები და კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური კვლევის და ამ უბნებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ეს მეთოდი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილია და საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნები ყოფილა ამგვარი კვლევების ობიექტი, თუმცა ამ მეთოდოლოგიის ერთ ერთი მთავარი წესი გახლავთ ის, რომ ასეთი კვლევები თავისთავად არაფერს ამტკიცებს და ის მხოლოდ მიუთითებს შესაძლო ანომალიური გადახრების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს საარჩევნო ადმინისტრაციას დამატებით გამოიკვლიოს ე.წ. „საეჭვო“ უბნებზე განხორციელებული აქტივობის მონაცემები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის უცნობია ამ არჩევნებისთვის განხორციელებული კვლევის მეთოდოლოგია, გამოკვლეული უბნების რაოდენობა და რეგიონული გადანაწილება, ამ ეტაპზე გაგვიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება, თუმცა, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ობიექტურ მკვლევართან, მათი რეალური დაინტერესების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის მიხედვით, ასეთი კვლევების მეთოდოლოგია, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მონაცემები განიხილება ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მხოლოდ შემდეგ ხდება საჯარო. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, პირიქით ხდება, რაც სერიოზული ეჭვის და შეშფოთების საგანია. კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია, რომელსაც გვინდა გამოვეხმაუროთ, ხმის მთვლელ აპარატებს უკავშირდება. სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აპარატებს ჰქონდათ ბიულეტენის გამოცვლის ფუნქცია და ყოველი მეორე ბიულეტენი კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ იცვლებოდა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აპარატს არ შეუძლია ამომრჩევლის ხმა შეცვალოს როგორც ფიზიკურად ბიულეტენზე, ასევე პროგრამულად. აპარატი მყისიერად და ზუსტად აფიქსირებს ამომრჩევლის გამოვლენილ ნებას და მისი შეცვლა შეუძლებელია. აქვე შეგახსენებთ, რომ იმ საარჩევნო უბნების ბიულეტენები, სადაც კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდა, ხელითაც გადაითვალა და თანხვედრაშია ერთმანეთთან. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ასევე წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილს. ასევე ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როგორ ათავსებს ბიულეტენებს ხმის მთვლელ აპარატში. ვიდეოზე მიმდინარე პროცესს გამავრცელებლები წარმოაჩენენ ისე, თითქოს კომისიის თავმჯდომარის საქმიანობა კანონდარღვევას წარმოადგენდეს. სინამდვილეში, ვიდეო ასახავს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ ტრადიციულ, კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურას – გადასატანი ყუთის ბიულეტენების მოთავსებას ძირითად საარჩევნო ყუთში, ამ შემთხვევაში ხმის მთვლელ აპარატში. ასეთი შემთხვევა იქნებოდა ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც იყო გადასატანი ყუთი და კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატანი ყუთის ბიულეტენების მთვლელ აპარატში მოთავსება პროცედურით არის გათვალისწინებული. და, რა თქმა უნდა, ეს პროცედურა კარგად არის ცნობილი დაინტერესებული მხარეებისთვის, მიუხედავად ამისა, ისინი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. გვინდა გამოვეხმაუროთ მარკირების საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მარკირების სითხემ გამოყენების შემდეგ არ დატოვა შესაბამისი კვალი. მიუხედავად იმისსა რომ ამ საკითხს ცესკოს პრესსპიკერი არჩევნების დღესვე გამოეხმაურა და მედიის თანდასწრებით საჯარო დემონსტრირების გზით შემოწმდა მარკირების სითხის ეფექტურობა, დაინტერესებული მხარეები მაინც აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას. ჩვენთვის ნათელია, რომ ასეთი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი, სპეკულაციურია და ემსახურება ზოგადად, საარჩევნო პროცესის, არჩევნების დისკრედიტაციას. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს საზოგადოებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით რეალური, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციასა თუ მანიპულაციას“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.
მთავარი

11 აგვისტო წმიდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა. გილოცავთ! წმიდაო ნიკოლოზ - ევედრე უფალს ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. ამინ.

დაწვრილებითDetails

ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე
მთავარი

,,ეს პოსტი იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, იმდენი ადამიანი მირეკავს და მწერს, ფიზიკურად აღარ მაქვს იმის ძალა, ყველას სათითაოდ მოვუყვე, რა მოხდა. ამიტომ მინდა, ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"