LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დაპირისპირების ახალი კერა მარტვილის ეპარქიაში – მეუფე სტეფანემ დედა სოსანა წინამძღვრობიდან გადააყენა

ვერავინ ვერ მეტყვის და ვერ დამიმტკიცებს, რომ მე ვინმესთან აგრესიულად მივედი – მეუფე სტეფანე

დაპოსტა 2021/05/10-ში
A A
24
ნახვა
გაზიარება

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს განმარტავს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასულიერო პირებისთვის მღვდელმსახურების შეჩერების უფლება მათი მხრიდან მსახურებაზე კატეგორიული უარის განცხადებას მოჰყვა.

“ვერავინ ვერ მეტყვის და ვერ დამიმტკიცებს, რომ მე რომელიმე ეპიზოდში ვინმესთან აგრესიულად მივედი, ან ჩემგან იყო პროვოცირებული რამე აგრესია. დიაკვნებს ვთხოვე თავიანთი მოვალეობის შესრულება, რომ ემსახურათ ეკლესიაში, ეს არის პირველ რიგში ეპისკოპოსთან მსახურება. დიაკვნების მოვალეობაა პირველ რიგში მღვდელმთავრის მსახურებაში მონაწილეობა და მღვდელმთავარმა უნდა იცოდეს ვისთან აქვს საქმე. როდესაც პირველად მოვედი არცერთი დიაკონი არ დამხვდა, არადა აღმოჩნდა, რომ ხუთი დიაკონი ყოფილა. ორმა მათგანმა კატეგორიული უარი თქვა, ერთი რაღაც პირობებს მიყენებდა, აქედან გამომდინარე, ვინც კატეგორიულ უარს მიყენებდა, ხანგრძლივი შეგონების შემდეგ მათთვის მსახურების შეჩერება მომიწია, სხვა გზა არ დამიტოვეს“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მისივე თქმით, სამღვდელოების კრებაზე, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ გაიმართა, შიდა დაპირისპირება და ჩხუბი არ ყოფილა, თუმცა კონკრეტულ ჯგუფს პასუხების მოსმენა არ სურდა და კრების დროს წივილ-კივილი დაიწყო.

მეუფის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო.

„ამის შემდეგ იყო კრება, რომელიც იყო სამღვდელოების და არა მასმედიისთვის პარლამენტის სხდომა, ან მსგავსი. ხდებოდა ურთიერთობების გარკვევა. ვიცოდი, რომ იყო რაღაც ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა განზრახული კითხვების დასმა. მანამდეც რამდენჯერმე დამისვეს კითხვები და ამაზე პასუხის გაცემა უნდოდათ. მე შევეცადე პასუხის გაცემა, თუმცა ეს სამღვდელოების კრების საშუალებით გვინდოდა. დავიწყეთ კრება, პასუხები არ უნდოდათ მოესმინათ და დაიწყო წივილ-კივილი. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ არავითარი შიდა დაპირისპირება, ან ჩხუბის სახით არ ყოფილა. მაქსიმალურად ვცდილობდი მშვიდ ვითარებაში ყოფილიყო ეს ურთიერთობა, რაც გარკვეულწილად მოვახერხე. შემდეგ უკვე ერთობლივი შემოტევა წავიდა და აივანზე, რომელიც არ არის საჯარო სივრცე, შემოიჭრა გარკვეული ნაწილი ამ ხალხისა, რომელიც მოყვანილი იყო იმ ადამიანების მიერ, რომელიც კრებაზე ჩხუბობდა. უნდოდათ, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი დაებრალებინათ, თითქოს მე ვუთხარი დაეტაკეთ კარები და გადაყარეთ ისინი, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დახატა ზოგიერთმა ტელევიზიამ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეუფემ ასევე ისაუბრა მარტვილის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარის დედა სოსანას და მორჩილი ნინოს შესახებ. მისი თქმით, არცერთ მათგანს საკუთარ მოხსენიებებში პატრიარქის ხსენება არ სურდათ, რაც კანონიკურად ამბოხს და ეკლესიაში განხეთქილების შემოტანას ნიშნავს.

,,რაც შეეხება დედაოებთან კრებას, თავად სვამდნენ საკითხებს ისე, რომ არ მოიხსენიებდნენ პატრიარქს. ეს ნიშნავს კანონიკურად ამბოხს და განხეთქილების შემოტანას ეკლესიაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ გაგვეცა პასუხი. მინდოდა მეთქვა, კანონიკურად რა შეცდომაში შეიყვანეს ისინი და რა პრობლემის წინაშე დადგნენ. ავუხსენი, რომ მონაზონს არ აქვს უფლება ირბინოს თავის ჭკუაზე და აქციებში მიიღოს მონაწილეობა. ამ გაფრთხილების შემდეგ დემონსტრაციულად წავიდა და დადგა სპექტაკლი. დედა სოსანას შევთავაზე ძალიან კარგი ადგილი, რომელიც მონაზვნისთვის დამამშვიდებელია, ამ არეულობას გაშორდება და გაცილებით მეტი იქნებოდა მისი სულისთვის სარგებელი“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

ცნობისთვის, 4 აპრილს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 5 სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. მიტროპოლიტმა სტეფანემ კიდევ 2 სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება მარტის დასაწყისში შეუჩერა, მოგვიანებით კი დედა სოსანა გადააყენა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვრობიდან.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ახალი სასწავლო წლიდან საგაკვეთილო პროცესში ტელეფონების გამოყენება იზღუდება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
13 წლის გოგომ, ინტერნეტის გამორთვის გამო, მშობლებს უჩივლა – საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა
მთავარი

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე, ეს მსოფლიო პრაქტიკითა...

დაწვრილებითDetails

რა მოხდება თუ სკოლაში ბავშვებს ფორმეს არ ჩააცმევთ – მინისტრის გაფრთხილება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც გააპროტესტებენ და ბავშვებს სასკოლო ფორმას მაინც არ ჩააცმევენ, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები. გივი მიქანაძე მშობლებს ახსენებს, რომ ბავშვის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა - ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ( ACES ) „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის...

დაწვრილებითDetails

ღამის 3 საათიდან აეროპორტში ვართ – ქუთაისი-ათენის რეისი ამ დრომდე არ სრულდება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს
მთავარი

მოქალაქეები ქუთაისი-ათენის რეისის შესრულებას 9 საათია ელოდებიან.  როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მყოფი ნელი ირემაძე "მეგა ტვ"-ს ეუბნება მოქალაქეები შუაღამის შემდეგ ელოდებიან რეისს, თუმცა მათი ფრენა უკვე ორჯერ გადაიდო. მისივე თქმით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ბათუმში, ალკოჰოლის მოხმარება უკონტროლოდ ხდება, - ამის შესახებ ნარკოლოგი ზურა სიხარულძე წერს. "ბათუმში ვარ…რუსების სიმრავლეზე აღარაფერს ვიტყვი - ეს ისედაც ყველამ იცის. მინდა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყო.პირველი, რაც თვალში...

დაწვრილებითDetails

ოჯახი თამარ ფერცულიანს ეძებს

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ოჯახი თამარ ფერცულიანს ეძებს
მთავარი

მან­გლის­ში და­კარ­გულ ახალ­გაზ­რდა ქალს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. "სას­წრა­ფოდ და­მეხ­მა­რეთ. იძებ­ნე­ბა თა­მარ ფერ­ცუ­ლი­ა­ნი. რო­მე­ლიც გუ­შინ მან­გლი­სი­დან გა­ვი­და და არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. პო­ლი­ცი­ას რე­ა­გი­რე­ბის­თვის დრო უნდა. წუ­ხელ შე­ვი­და გან­ცხა­დე­ბა. გთხოვთ თუ ვინ­მემ რა­ი­მე...

დაწვრილებითDetails

ზაალ ლატარია ქუთაისელ სასულიერო პირს ექვთიმე სარალიძეს პასუხობს

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ზაალ ლატარია ქუთაისელ სასულიერო პირს ექვთიმე სარალიძეს პასუხობს
მთავარი

“დიდი მადლობა, მამაო, მეამაყები. გამწარებული მეომარი მამა, ზაალ ლატარია.“- წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია. “ ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია...

დაწვრილებითDetails

6 თვეში იმერეთში 138 ავარია მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ოზურგეთში ავარია მოხდა
მთავარი

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 267 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა. გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 201, ხოლო დაშავდა -...

დაწვრილებითDetails

14 დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი ვახო სანაია თავისუფალია

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
არსებულ მტკიცებულებებს ტაქსიში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერიც დაემატა- ვახო სანაია
მთავარი

"ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს"  - ეს განცხადება ვახო სანაიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 14 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტს მცხეთის იზოლატორთან ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ. სანაია ამბობს, რომ არ...

დაწვრილებითDetails

ქათველმა მეზღვაურმა დავით ფანცულაიამ 36 მიგრანტი გადაარჩინა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ქათველმა მეზღვაურმა დავით ფანცულაიამ 36 მიგრანტი გადაარჩინა
მთავარი

ხმელთაშუა ზღვაში სიკვდილის პირას მყოფი 36 ადამიანის სიცოცხლე ქართველმა მეზღვაურმა გადაარჩინა. დავით ფანცულაია სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ მიგრანტები შუა ზღვაში გაჩერებულ მცირე ზომის გემში 4 დღე უწყლოდ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"