“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტები ვემიჯნებით იმას, რასაც ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აკეთებს!
გვინდა მივმართოთ ჩვენს რექტორს, ბატონ კახა შენგელიას, რომ პატივი სცეს მისი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობის გამოხატულ ნებას და გვინდა შევახსენოთ, რომ სამშობლო ნებისმიერ “აკრედიტაცია-ავტორიზაციის” პროცესებზე მაღლა დგას!
ბატონო კახა, თქვენ ხედავთ, რომ თქვენი სტუდენტები პირველივე დღიდან ვიბრძვით რუსული კანონის წინააღმდეგ და ამ უნივერსიტეტში, რომელიც თქვენ სულ რამოდენიმე თვის წინ გადაიბარეთ ევროპული, სწორი ღირებულებები და სტანდარტები იყო და მუდამ იქნება ფუნდამენტი ყველაფრისა.
IBSU-ს ადმინისტრაცია ყოველთვის იყო სტუდენტებზე ორიენტირებული , და იყო “რუპური” სტუდენტების ხმის, ყველა პლატფორმაზე.
“ივანე ჯავახიშვილობას” ვერ მოგთხოვთ, თუმცა გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და შეეცადოთ ჩამოწმინდოთ უნივერსიტეტს ის ლაფი, რომელიც ასე უხვად, დღეს დილით თავს დაასხით.
თქვენ იცით, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად და იმედი გვაქვს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ყოფნას თქვენც მოინდომებთ!
გელოდებით ყველას ხვალ, 15 მაისს IBSU-სთან 12:00 საათზე
არა ყველაფერ რუსულს!
არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!” -შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა
გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ტრაგედია დატრიალდა გორთან ავარიას 35 წლის გვანცა მაზანაშვილი ემსხვერპლა. მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, კვარხეთის გადასახვევთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა ქალს ორი მცირეწლოვანი...










