ვახანის წყლიდან სერბაისის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია განახლდა, – ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით სამშენებლო კომპანია „ბორი 85“ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოემბრის ბოლოს დაასრულებს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 1 500 მ-დე მონაკვეთს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზაზე გრუნტის შეტანა და გაშლა.