გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ყველა ზრდასრული ადამიანისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.
გერმანიის პარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ (SPD) ლიდერმა განაცხადა, რომ კანონპროექტს, რომელიც ვაქცინაციის სავალდებულო ხასიათს ითვალისწინებს, პარლამენტში მარტში უყრიან კენჭს.
რობერტ კოხის დაავადებათა კონტროლის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსის 80 430 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 7 661 811 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 114 735 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
გერმანიაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.