,,დიდი აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოში, ვინ აფინანსებს ვარლამს, საჯაროდ ვაცხადებ ვაფინანსებ მე, ჩემი მეგობრები, და მთელ მსოფლიოში გაფანტული ემიგრანტები,გთხოვთ გააზიაროთ,რათა მთელმა საქართველომ იცოდეს, 25 წელია ემიგრაციის კისერზე დგას ქვეყანა, ვაფინანსებთ უკლებლივ ყველა მთავრობას, საკუთარ ოჯახებს, ყველა გაჭირვებულს, უამრავ ოპერაციებს, არ არსებობს პრობლემა საქართველოში, რომ იქ ემიგრანტის ოფლით ნაშოვნი ფული არ იდოს, წლებია ჩვენი მხრებით მოვათრევთ ყველას და ყველაფერს, რამ დაგიელმათ თვალები ჩრდილოეთისკენ და გაიძახით რუსეთი აფინანსებსო, ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ჩვენი მიწების 20 % მიტაცებული ოკუპანტი რუსეთი დგას თურმე ვარლამის უკან, რა დაგიბრმავდათ თვალები და დაგიყრუვდათ ყურები და ემიგრაციას მთელ მსოფლიოში არაფრად გვაგდებთ და ჩვენს არსებობას 25 წელია ჯიუტად აიგნორებთ, გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ ვდგავართ ვარლამის ზურგს უკან, მე, ის, ათასობით ქართველი საზღვარგარეთ, რომლის არსებობა არ უნდა დაიჯეროს არცეერთმა მთავრობამ,დაანებეთ ვარლამს და რიონის ხეობის მცველებს თავი თქვე ბოროტებო, ემიგრაცია დიდი ძალაა და სამშობლოს სადარაჯოზე დგას, არა თქვენ გაგაყიდინებთ სრულად ქვეყანას.” – წერს თეონა ბოტკოველი სოციალურ ქსელში.
ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები “ევრო 2024”-ზე ითამაშებს-გიორგი მამარდაშვილი
"ვალენსიას" X-ის ოფიციალურ გვერდზე გიორგი მამარდაშვილის ვიდეომიმართვა გამოქვეყნდი სპორტსმენი კლუბის გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების წარმატებას უზიარებს. "მოგესალმებით გულშემატკივრებო! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები "ევრო 2024"-ზე ითამაშებს. მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ. შევხდებით...