ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უკვე ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. მომდევნო აქციას ისინი 8 ნოემბერს აანონსებენ. თუკი, დაპირებისამებრ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები პარლამენტში არ შევლენ, საკანონმდებლო ორგანოს 59 დეპუტატი დააკლდება.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - პოლიციამ 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ...









