ახალი დეტალები რუსთავის ბაზარში მომხდარი სასტიკი ანგარიშსწორების შესახებ – კაცი, რომელიც ოთხი ადამიანის მკვლელობაშია მხილებული, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა.
ეჭვმიტანილმა კლინიკა ორი თვის წინ დატოვა. ვიდრე 35 წლის კაცი ბაზარში მკვლელობის საათს მოაწყობდა, როგორც გაირკვა რამდენიმე კვირით ადრე საკუთარი საცხოვრებელი სახლიც გადაწვა.
“ფსიქიატრიულში მკურნალობდა, რას გამოშვეს ეგ უბედური, ისიც ხომ გამწარდა და ეს ხალხიც. ყველა მაგას ლაპარაკობს ბაზრობაზე, რომ ფსიქიატრიულში წოლილა და ვერ ყოფილა ცოტაო. სახლი რომ დაწვა თუ დაეწვა , ეგ გაგებული მაქვს”, – ამბობს მოვაჭრე.
რუსთავის ბაზარში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზისს ეროვნულ ბიუროში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
4 ადამიანის მკვლელობისთვის და ერთი პირის დაჭრისთვის 35 წლის მამაკაცია დაკავებული. გავრცელებული ინფრომაციით, დანაშაულის მოტივად შურისძიება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ნათესავებს ერთმანეთთან ბიზნესდავა ჰქონდათ, ბიძამ ძმისშვილი სამსახურიდან გაუშვა, რაც კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში მხილებული პირი მიმდებარედ მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან დააკავა.









