ე.წ. სამხრეთ ოსეთის „თავდაცვის სამინისტროს“ სპეცდანიშნულების ძალების ბატალიონში საწვრთნელი განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
საწვრთნელი განგაშის დროს შემოწმდა პირადი შემადგენლობის მზარდყოფნა დისლოკაციის პუნქტში დროული გამოცხადების მხრივ, ასევე მეთაურების პროფესიული მომზადების დონე საგანგებო სიტუაციების დროს გადაწყვეტილების მიღებისას.
საბრძოლო მომზადების შემოწმების კვირეულის ფარგლებში მსგავსი ტიპის საწვრთნელი განგაში სხვა ქვედანაყოფებშიც გამოცხადდა.










