“ყველა მშობლის ცხოვრებაში შვილის შობა, მისი პირველი სუნთქვა ყველაზე დასამახსოვრებელი და ბედნიერი მომენტია.ძალიან მსურდა საკუთარი მშობიარობა ფოტოებზე აღბეჭდილიყო, როგორც საოცარი მომენტი და ყველაზე ემოციური პირველი შეხვედრა. გადავწყვიტე ფოტოები თავად გადამეღო, თუმცა არ ვიცოდი პრაქტიკულად რამდენად შევძლებდი, ამიტომ ექიმებისგან თანხმობა ვითხოვე აპარატი მაინც თან მქონოდა.მშობიარობა გამთენიისას დამეწყო. კლინიკაში წავლის წინ პირველი ნივთი, რომელიც ხელში ავიღე ფოტოაპარატი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გაფრთხილებული იყო და ყველამ იცოდა, რომ ფოტოგრაფი მშობიარობდა, ექიმები მაინც გაოცებულები მიყურებდნენ მშობიარეს კამერით ხელში. ფოტოების გადაღებამ მეტი ძალა მომცა და დამეხმარა პოზიტიური გარემოს შექმნაში.ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.მე ეს შევძელი.ეს იყო ყველაზე ღირებული ფოტოსესია და ყველაზე სასიამოვნო ბრძოლა ჩემს ცხოვრებაში.” – წერს ფოტოგრაფი მარიამ ჭილაია.
როგორი ამინდი გველის დღეს საქართველოში
25 აპრილს ქუთაისში +36 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +25 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ხოლო...