ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი თბილისს ეწვია. ამის შესახებ ის პოსტს საკუთარ Twitter-ზე აქვეყნებს.
“ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი შეხვედრას ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, მინდა საკუთარი თვალით ვნახო კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა.
ეუთო აგრძელებს შესაბამისი ძალისხმევის მხარდაჭერად და აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში”, – წერს ჰელგა მარია შმიდი.
Just arrived in #Tbilisi. Looking forward to meeting officials, parliamentarians and civil society, and seeing first-hand the situation of conflict-affected people. The @OSCE continues to support related efforts & actively engages in framework of Geneva International Discussions.
— Helga Maria Schmid (@HelgaSchmid_SG) June 14, 2021
ჰელგა მარია შმიდს საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ექნება








