LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას გულისხმობს აშშ-ის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი

ეს წერილი საკმაოდ ძლიერი და ცუდი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ – კორნელი კაკაჩია

დაპოსტა 2020/05/16-ში
A A
305
ნახვა
გაზიარება

თუ გავითვალისწინებთ, როგორც ამ წერილის ავტორების წონას ამერიკის შიდა პოლიტიკაში, ასევე ზოგადად, ამერიკის წონას საერთაშორისო პოლიტიკაში, უნდა ჩავთვალოთო, რომ ეს წერილი საკმაოდ ძლიერი და ცუდი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით კაკაჩია გამოეხმაურა აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენების მიერ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსადმი წერილით მიმართვას, სადაც საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

ექსპერტის შეფასებით, დღეს საქართველოში აღარავის სჯერა, რომ დასავლეთიდან მწვავე განცხადებების მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობაა. კორნელი კაკაჩიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრობლემა გახდა როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

„თუ გავითვალისწინებთ როგორც ამ წერილის ავტორების წონას ამერიკის შიდა პოლიტიკაში, ასევე ზოგადად, ამერიკის წონას საერთაშორისო პოლიტიკაში, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს წერილი საკმაოდ ძლიერი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების განცხადების უკან დგას ფაქტები, რომლის შესახებ მათ იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი დონის სენატორები და კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლების მიმართ ასეთ მკვეთ და ღია განცხადებებს არ გააკეთებდნენ. საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის საკმაოდ ცუდი მესიჯი, მითუმეტეს, საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ხელისუფლების რუპორები – დაწყებული მათი ტელევიზიებით და ექსპერტებით – ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პროდასავლური კურსი და მზად არიან განაგრძონ რეფორმები, რომლის მთავარი მიზანი ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაა. სწორედ ამის საწინააღმდეგოა, რაც ამ წერილშია მოცემული.

დღეს საქართველოში აღარავის სჯერა, რომ ეს მწვავე განცხადებები კომუნიკაციის ან კვალიფიკაციის ნაკლებობის გამოა. „ქართულ ოცნებასაც“ ჰყავს საკუთარი ლობისტები, მაგრამ ძირითადი პრობლემა ეხება სიმართლეს. ფაქტია, რომ ზოგადად საქართველოში ხელისუფლებებს ყოველთვის უჭირდათ ხელისუფლებასთან განშორება, ეს ეხება როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ქართულ ოცნებას“. სწორედ ეს მომენტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ამ ფონს ქმნის. „ქართული ოცნება“, რომელიც წინა ხელისუფლებას სამართლიანად აკრიტიკებდა ქვეყნის ავტორიტარულად მართვის გამო, ბოლოს სწორედ იმ შედეგებამდე მივიდა, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა. ანუ თვითონ ეს ხელისუფლება გახდა პრობლემა, როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის,“ – განაცხადა კაკაჩიამ.

ექსპერტის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება დემოკრატიული წნეხის დაძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

„გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდ19-ის გამო შექმნილ კრიზისს საქართველომ მეტ-ნაკლებად კარგად გაართვა თავი, იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ გარკვეული უპირატესობით სარგებლობს, მაგრამ ბოლო კვირებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება დემოკრატიული წნეხის დაძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ფაქტია, რომ ნარატივების ბრძოლა „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია წააგო როგორც ევროპაში, ისე შეერთებულ შტატებში,“ – განაცხადა მან.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ „საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო“, რაც მათი თქმით, აშშ-ის „გეოპოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება“. ამ კონტექტში ამერიკელი პოლიტიკოსები „ფრონტერას“ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კომპანიას, რომელმაც ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საქართველოდან გაძევება ემუქრება. ამასთან, წერილში საუბარი ეხება „კონტი ჯგუფსაც“, „რომელიც ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან გააძევეს”.

გაზიარება135

დაკავშირებული -პოსტები

გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს
მთავარი

ყულიშკარში გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს. მათი ცხედრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის შემდეგ პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს. ნაირა, დალი და ლორიტა როგავები საკუთარ სახლში გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს 22 წლის ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ეძებ­და. ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"