“გამოვდივარ, ვდგავარ და მერე რა?” ხალხისთვის
რატომ უნდა გავიდეთ ყოველ დღე:
1. პროტესტი რაც უფრო ხანგრძლივია, მით უფრო ეფექტურია. ერთი-ორჯერ გასვლა, არის ერთი-ორჯერ გასვლა. არ გაჩერება აჩვენებს რწმენას, სიმტკიცეს, პრინციპულობას. მგონი მე-19 დღეა დღეს და ასე უნდა გაგრძელდეს სანამ არ მოვიგებთ.
2. ყოველ დღე გასვლა და დგომა აღვიძებს ამ ქვეყნის მეტ მოქალაქეს. მეტი ადამიანი იწყებს გააზრებას რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება, ‘აბა ამდენი ადამიანი გიჟი ხომ არ არის’, და იწყებს ინფორმაციის ძებნას, რა ხდება, რატომ ხდება, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.
3. ყოველ დღე გასვლა და დგომა აჩვენებს ჩვენს მეგობრებს დასავლეთში რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ათობით ათასი ადამიანი რომელიც მზადაა არა მხოლოდ სიტყვით და ლაიქით, არამედ ფიზიკურად დგომით და დაპირისპირებით იბრძოლოს თავისუფლებისთვის. რაც მეტი და ხანგრძლივი იქნება შიდა წინააღმდეგობა, მით მეტი და ეფექტური იქნება მათი დახმარება.
4. ყოველ დღე გასვლა და დგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ სიქა გავაძროთ რეჟიმის კუნთებს, ფორმიან თუ უფორმო მოძალადეებს. ესაა რეჟიმის ბოლო საყრდენი. მაგაზე დგანან. გამოვაცლით და ჩამოიშლებიან.
5. ყოველ დღე გასვლა და დგომა აუცილებელია რომ დავიცვათ და გადავარჩინოთ დაჭერას ის ხალხი ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა ამ დღეებში. როგორც კი მოვდუნდებით, დაიწყებენ მათ დაკავებას, დააბრალებენ ათას სისულელეს.
6. ყოველ დღე გასვლა და დგომა აჩენს ბზარს რეჟიმის მონოლითში. სისტემის მსახურები იწყებენ ფიქრს ‘მე ხომ არ მეშლება რამე?’, ‘შემთხვევით წაგებისკენ ხომ არ მიდის საქმე?’. ასეთი ბზარები შლის სისტემას საბოლოო ჯამში.
7. ყოველ დღე გასვლა და დგომა მნიშვნელოვანია იმიტომ რომ არ არსებობს დღეს აქ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე. სამი შვილი მყავს და ხშირად სახლიდან რომ გამოვდივარ სძინავთ და რომ მივდივარ სძინავთ. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მათთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის დატოვებაზე მნიშვნელოვანს ვერაფერს გავაკეთებ ცხოვრებაში.
თუ ეს არგუმენტები არაა საკმარისი, შეხედეთ იმ ხალხს ვინც გარეთაა ყოველდღე. და უბრალოდ მიბაძეთ. ხანდახან მიბაძვაც კარგია. შეიძლება საამაყო მოგონებები დაგიტოვოთ.
ეს ქვეყანა არ გარუსდება!
2030-ში ევროკავშირში!” – წერს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში
ჩვენი ქვეყნის, მისი იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა-კობახიძე
"ჩვენი ქვეყნის, მისი იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას, ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის....