“ძალიან ბევრი კონფერენცია ეწყობა , ყოველთვის საუბრობენ, რომ გასტრონიმიული სფერო განადგურდა პანდემიის ჟამს და რეალურად მართლა ეგრეა, ჩამოიშალა ბევრ რამ, მაგრამ ჩემი კვლევები და არამხოლოდ ჩემი კვლევებით შევატყვე ერთი რაღაც, რომ გასტრონომიულ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა და გავიდნენ ისეთი კვების ობიექტები, რომლებიც უმნიშვნელო ობიექტები იყვნენ და მოძლიერდნენ ღირსეული ობიექტები.
მე უარყოფითზე არ მინდა ხოლმე ვისაუბრო, მე მინდა ავღნიშნო ერთი რაღაცა, როდესაც პანდემია მოხდა , ყველა სახლში ჩაიკეტა და ყველა ობიექტი დაიკეტა და ყველამ დაიწყო საჭმელის მომზადება სახლში.
გაჩნდა მილიონი პლატფორმა, მილიონი ჯგუფი და ჩემი დაკვირვებით ამან გამოიწვია ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც რესტორანში მიდიოდნენ უბრალო კერძის საჭმელად, მიხვდნენ რომ პირობითად “პასტა კარბონარა” შეგვიძლია სახლშიც მოვამზადოთ და ამან გამოიწვია მოთხოვნილება რომ რესტორანში მისული მომხმარებელი ითხოვს იმ კერძს, რომლის სახლში მომზადება არ შეუძლია.
ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რადგან ამ ადამიანების გემოვნება დარჩა დახვეწილი”-შეფ-მზარეული, “ბოკუზ დორ საქართველო”-ს პრეზიდენტი მიხეილ ავსაჯანიშვილი.