ხობის სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის მკვიდრი 32 წლის ნიკა ხუფენიაა.იგი DHL-ში კურიერად მუშაობდა.
„ნიკუ ვერ ვიჯერებ და არც მინდა დავიჯერო, ჩვენო თბილო,საყვარელო,ეს რამხელა ტკივილი დაგვიტოვე,როგორ მენანები, ღმერთო რა უსამართლოა ეს ცხოვრება“, – წერს ოჯახის მეგობარი სოციალურ ქსელში.
გარდაცვლილი 32 წლის მამაკაცი, ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადასვლის შემდეგ კი ხეს შეეჯახა.
გარდაცვლილის დედა ემიგრაციაში ევროპაში იმყოფებოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.