LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე

“ეს მოთხოვნები დაფუძნებულია ტყუილზე, უსამართლობაზე”- კახა კალაძე ევროკომისიის მოთხოვნებზე

დაპოსტა 2025/08/25-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს აქვს კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯები და ახორციელებს შესაბამის რეფორმებს, რომელთაც ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან არასამართლიანი შეფასებები მოჰყვება. ამის შესახებ მან ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსთან დაკავშირებით განაცხადა.

„როდესაც არის სამართლიანი დამოკიდებულება და შეფასება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელისგულზეა – საქართველო არის წინ, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ახორციელებს რეფორმებს და შედეგებიც ვნახეთ. ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე წინ ვართ, კანდიდატ ქვეყნებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეუქცევადია, მაგრამ როგორც კი შემოდის პოლიტიკური ნარატივი ზოგიერთი ევრობიუროკრატის მხრიდან, მაშინვე არის არასამართლიანი შეფასება. ზოგადად, მათი შეფასებები დაფუძნებულია ტყუილზე, ცილისწამებაზე, არასწორი ინფორმაციების გავრცელებაზე. ეს არის სამწუხარო რეალობა, ორმაგი სტანდარტი, ძალიან ხშირ და ბევრ შემთხვევაში. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ორი რამაა: ერთი, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში, არ დაემორჩილა მათ ბრძანებებს, რომ უკრაინას შეხიდებოდა და ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო. მეორე: ის, რომ ქვეყანა არ მიუერთდა იმ ფინანსურ სანქციებს, რომლებიც დამღუპველი, დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ აქვს, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს.

„ომი რას მოუტანდა ჩვენს ქვეყანას, ამის ახსნა-განმარტებას არ დავიწყებ. უკრაინა არის ამის „კარგი“ მაგალითი. ვინმეს როგორ შეიძლება მოეწონოს ის უბედურება, რაც უკრაინაში ტრიალებს? მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს. სრული კატასტროფა მიიღო ქვეყანამ – დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული, გაუბედურებული სოფლები, ქალაქები, ინფრასტრუქტურა; დაღუპული ადამიანები. უმძიმესია ეს ყველაფერი. მშვიდობას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გრძელდება შემოტევები, თავდასხმები, მუქარები, რა თქმა უნდა, არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით აუცილებლად შევინარჩუნებთ მშვიდობას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს ინტერესი არ გაიცვლება.

„მიზეზები ავხსენი, თუ რა არის მათი მთავარი მოტივაცია. შემოტევა, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს დასჯის მცდელობა გრძელდება. ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესი არ და ვერ გაიცვლება. ეს არის ჩემი და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრებათ ევროპელ ბიუროკრატებს იმ ცილისმწამებლური განცხადებებიდან, რომელთაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ. თითქოს, დღე და ღამე არ სძინავთ ქართველ ხალხზე და საქართველოსთან დაკავშირებით ფიქრში. ეს არის აბსოლუტურად ყალბი დამოკიდებულება.

რეალურად, ამის უკან დგას ის, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, შეუერთდეს სანქციებს, რომელიც დამანგრეველი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. ვერც ამერიკელი, ვერც ევროპელი და ვერც რუსი ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ და არ გააკეთებს. მათ აქვთ ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ აქვთ საკუთარი ინტერესი. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა. გარედან ვიღაცების დავალებების შესრულება, თან ისეთი დავალებების, რომლებიც იცი, რომ დამანგრეველი და დამღუპველი იქნება ამ ქვეყნისთვის, ასევე, მათი ინტერესების გატარება, რომელსაც შეეწირება ეს ქვეყანა და მისი ინტერესები, წარმოუდგენელია. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ამაზე წამსვლელი არაა და ხელს არ მოაწერს მსგავს გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში, უსამართლობასა და ტყუილზეა დაფუძნებული.

„შინაარსი ხომ აქვს მოთხოვნებს? ეს მოთხოვნები დაფუძნებულია ტყუილზე, უსამართლობაზე. რომელ პოლიტიკურ პატიმრებზე მესაუბრებით, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ პოლიციელებს?! ცოცხლად რომ წვავდნენ, ქვებს რომ ესროდნენ?! მოძალადეს ასაკი არ აქვს. როდესაც ხარ დამნაშავე, ისვრი ქვას, ხელკეტს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, შეურაცხყოფას აყენებ და შემდეგ გაქვთ მცდელობა, ასეთი ადამიანი გმირად გამოიყვანოთ, ეს არის რეალობა. ვერ ხვდებით რა ვითარებაა ზოგადად ქვეყანაში და მსოფლიოში. ამიტომ ხართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ხართ და ამიტომაც გაქვთ საზოგადოების მინიმალური მხარდაჭერა, ხართ უმცირესობაში. თუ გააკეთებთ სწორ ანალიზს და შეფასებებს, მიიღებთ პასუხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

IP უკვე გარკვეული მაქვს – რას ამბობს ტარიელ კაკაბაძე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს
მთავარი

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში" - უთხრა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ "TV პირველს". ცნობისთვის, "ფეისბუქზე" გურამ...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიმართა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა აპარატების გაუმართაობის და ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები – საია-ს დამკვირვებლების მიერ 10:00 საათისთვის დაწერილია 15 საჩივარი და 15 შენიშვნა- საია
მთავარი

მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. ცესკოსთვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ვადა 17...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"