როცა მტერს მოსწონს და მოყვარე გეუბნება, რომ “ასეთი რამ არ გააკეთო, თორემ მერე ვერ დაგეხმარები”, უნდა დაფიქრდე სინდისიერი და საღი აზრის მქონე ადამიანი, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ პირველის სერიოზული ნაკლებობაც არის და საერთოდ, „ქართულ ოცნებაში“ განსხვავებული აზრის ქონა ითვლება დანაშაულად. ეს ხალხი არ დგას საქართველოს სამსახურში. ეს უნდა ვიცოდეთ. ეს კანონი რატომ არის რუსული? აპირისპირებს ხალხს ერთმანეთთან, საქართველოს ტოვებს პარტნიორების და მეგობრების გარეშე, კეტავს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და ვრცელდება მარტო მეგობრებზე და არ ვრცელდება რუსებზე,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე
„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...










