LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,ეს გულადი კაცი არის კრებითი სახე დაჩაგრული ერებისა”-ზურაბ გურული

დაპოსტა 2022/03/17-ში
159
ნახვა
გაზიარება

,,პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვა იყო მარტივი, პრაქტიკულად დაცლილი პათეტიკისაგან, მაგრამ იმდენად დამუხტული ემოციით, რომ ფეხზე წამოაყენა ამერიკის კონგრესი.

პირველად გამოჩნდა კაცი მსოფლიოში, რომელმაც ამერიკის მთელი მთავრობის წინაშე პირდაპირ, მკვახედ უთხრა ამერიკის პრეზიდენტს, რომ სისუსტე და ყოყმანი არ წარმოადგენს სიძლიერეს, და რომ სიძლიერე ძლიერებაშია და არა სისუსტეში.

საკუთარ სამშობლოში ნაკლებად პოპულარული ზელენსკი გარემოებამ აქცია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ლიდერად, რადგან მან ზუსტად დაიჭირა მომენტის მუხტი და მყისიერად მოახდინა ამ მუხტის ისეთი ამპლიფიკაცია, რომ ბომბად გახეთქა მთელ პლანეტაზე.

ზელენსკის უკან დგას ამაყი, მებრძოლი, შეგნებული, მამაცი, განათლებული და ძლიერი სულის მქონე, დიდსულოვანი ერი; ერთ მუშტად შეკრული და გაერთიანებული; გაერთიანებული ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე.

უკრაინის პრეზიდენტს ბოლომდე გააზრებული აქვს ის ძალა, რომელსაც ის ფლობს ამ მომენტში და ამიტომ მოქმედებს და მეტყველებს მკვეთრად, ყოველგვარი მორიდებისა და რევერანსების გარეშე.

ეს გულადი კაცი არის კრებითი სახე დაჩაგრული ერებისა, რომლებსაც ამერიკა-ევროპის ფსევდო-პრაგმატულმა პოლიტიკოსებმა პრაქტიკულად წაართვეს თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლად არსებობის უფლება, გადაანაწილეს რა ისინი დიდი სახელმწიფოების „უკანა ეზოებად და ბაღ-ბოსტნებად“.

ის საქართველოს სახელითაც მიმართავდა დღეს ამერიკის კონგრესს და უკრაინული ტრაგედიის კადრების მიღმა ქართული ტრაგედიის კადრებიც იყო მიმალული, კადრები, რომლებიც არ უხილავს მსოფლიოს, რადგან ჩვენ, ისტორიის კრიტიკულ მომენტში ჩავთვალეთ და შევთანხმდით, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო განხეთქილების ვაშლი ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობათა გარკვევების დროს. პრეზიდენტ ზელენსკის კი ერთი წამითაც არ დაუხევია უკან;

ისევ მკვეთრად, ბოდიშების გარეშე მოითხოვს დემოკრატიული სამყაროსაგან მოვალეობის შესრულებას.

„თუ მსოფლიოს ლიდერი ხარ, მაშინ მსოფლიო მშვიდობის ლიდერიც უნდა იყო; ვალდებული ხარ!“ – მიმართა მან ამერიკის პრეზიდენტს, თავისუფალი სამყაროს პირველ კაცს.

ვოლოდიმირ ზელენსკის სიძლიერე უკრაინამ შექმნა; ერისა და ერისთავის უნიკალურად შერწყმულმა ერთიანობამ. სწორედ ამ მოტივის დაჭერამ წამოაყენა ფეხზე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, ქვეყნის, რომელმაც ყველაზე კარგად იცის თუ რას ნიშნავს ძნელბედობის ჟამს ერთსულად და ერთხორცად შეკვრა და მოქმედება.

თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. საქართველოს ისევ მიეცა შანსი, რომელიც ლოგიკურად არ არსებობდა და გარემოებათა უცნაურმა დამთხვევამ შექმნა.

შემთხვევითობა არ არის ის ფაქტი, რომ ზელენსკის გვერდით ქართველი კაცი დგას, სწორედ იმ მოკვეთილი მიწიდან, რომლის დაბრუნების იმედიც მხოლოდ სიზმარში თუ ჰქონდა საქართველოს.

ეს ბედისწერისგან გამოგზავნილი ნიშანია. ოღონდ, ჩვენც უნდა შევიკრათ ზუსტად ისე, როგორც ეს უკრაინამ მოახერხა, თორემ ეს შანსი ისევ შეუმჩნევლად ჩაივლის.

დიდი მადლობა, პრეზიდენტო ზელენსკი!
დიდი მადლობა, უკრაინა!”-ზურაბ გურული.

გაზიარება64

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
29
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
18
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
779
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
61
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
21
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».