LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს – გიორგი გახარია რიკოთის საუღელტეხილო გზაზე

დაპოსტა 2020/05/23-ში
119
ნახვა
გაზიარება

საქართველოში დღეს ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი. მიუხედავად გლობალური პანდემიისა ამ პროექტზე მშენებლობა არც ერთი დღით არ შეჩერებულა და ეს იყო ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში სისტემური პროექტები არ უნდა გაჩერდეს, მათი მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა ძალზედ სერიოზული დასაბუთება, ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ქვეყნის ეკონომიკისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაური დღეს რიკოზე ვიცე-პრემიერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძესთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პროექტი სრულად შეცვლის ქვეყანაში მობილობის ხარისხს, მაღალი მობილობა კი სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ნიშნავს.

„ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთ კორიდორი, საქართველოს მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით 388 კილომეტრია. ეს არის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს გავლით აერთებს ევროპას ჩინეთთან და ამ გზის დროულად დამთავრებას აქვს უდიდესი, გლობალური საერთაშორისო მნიშვნელობა, რადგან ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას, ამ რეგიონში მცხოვრებლებს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ რომ ესაა პროექტი, სადაც დასაქმებულია 5 000 ადგილობრივი მოსახლე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში აქ კიდევ უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს, ისწავლოს და დამატებითი კომპეტენცია შეიძინოს, რომელსაც შემდეგ მოახმარს ქართულ სამშენებლო კომპანიებს. დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, ესაა უაღრესად შთამბეჭდავი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სრულად შეცვლის ქვეყანაში მობილობის ხარისხს. მაღალი მობილობა – ეს არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება,“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელების პირობებში ქვეყანაში დამატებითი კომპეტენცია დარჩება და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში მასშტაბური პროექტები ქართულმა კომპანიებმა აითვისონ.

„დღეს, ეს მონაკვეთი წარმოადგენს დაახლოებთ 96 გვირაბს და 54 ხიდს. ეს ნიშნავს, რომ ეს მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი იქნება ძირითადად ინჟინერული გზა, რომლის უდიდესი მნიშვნელობა არის, რომ ჩვენ, ამ პროექტის განხორციელების პირობებში, დამატებითი კომპეტენცია დავტოვოთ ქვეყანაში, რათა მომავალში, როდესაც ქვეყანა მზად იქნება მსგავსი პროექტებისთვის 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი დახარჯოს, ეს პროექტები შეასრულონ ქართულად კომპანიებმა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროექტის შემდგომ, დამატებით, უნდა დავიწყოთ ამ პროექტის გაგრძელება წითელ ხიდამდე, უნდა იყოს მცხეთა-ლარსის დამაკავშირებელი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროექტების ათვისება შეძლონ ქართულმა კომპანიებმა,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთის რეგიონში მერებმა, საკრებულოს წევრებმა და საჯარო მოხელეებმა „რა? სად? როდის?“ ითამაშეს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

იმერეთის რეგიონში მერებმა, საკრებულოს წევრებმა და საჯარო მოხელეებმა „რა? სად? როდის?“ ითამაშეს - ინფორმაციას იმერეთის მხარე ავრცელებს. მათი ცნობით  რეგიონის მასშტაბით საჯარო მოხელეებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის“ დაიწყო...

დაწვრილებითDetails

ინფორმაცია მათთვის, ვინც სესხის აღებას გეგმავს – ახალი რეგულაცია ამოქმედდა

ნოემბერი 26, 2026
0
@?FFKM.3
მთავარი

2027 წლის პირველი თებერვლიდან 1.5 მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე მიიღეს. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ....

დაწვრილებითDetails

თბილისში დაკარგულ 12 წლის ბიჭს ეძებენ

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

თბილისში, ვაზიანში 12 წლის ბიჭს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახლობლების ცნობით, ბიჭი სახლიდან, დღეს, 12:00 საათზე გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. „დაიკარგა 12 წლის ბავშვი ვაზიანში! სახლიდან გავიდა 12:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ვერძი  ოჯახურ და პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გმართებთ. სამსახურში შესაძლოა საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. მოერიდეთ ემოციურ დაპირისპირებას და დაუფიქრებელ ხარჯებს. კურო  წარმატებული დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. შესაძლოა სასიამოვნო ფინანსური სიახლე...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ნოემბერი 26, 2026
0
ვიდეო

26 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +12 და ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის...

დაწვრილებითDetails

” 28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე”- სალომე ზურაბიშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე და რატომ არ უნდა აკეთებდეს იქ დგომით განაცხადს, რომ არ შეეგუა იმას, რაც ამ ორი წლის...

დაწვრილებითDetails

“მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი…”-მოკლული მასწავლებლის დედა ეკა კუპატაძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საქალაქო სასამართლოს დერეფანში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ბრალდებულ ნია იმნაძის ბიძამ  პროვოკაცია მოუწყო. ეკა კუპატაძის თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე ნია იმნაძის...

დაწვრილებითDetails

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162...

დაწვრილებითDetails

გრამი ოქროს ფასი შეიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასები კვლავ ეცემა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულება 3 530 დოლარს შეადგენს. ერთ დღეში ეს მისი ღირებულების 0.97%-იან ვარდნას წარმოადგენს. იაფდება ვერცხლიც. ამ დროისთვის 1...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».