LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეს არის ტერორისტული აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ! – თაზო დათუნაშვილი BBC-ის სტატიაზე

ეს არის ტერორისტული აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ! – თაზო დათუნაშვილი BBC-ის სტატიაზე

დაპოსტა 2025/12/01-ში
A A
42
ნახვა
გაზიარება

მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული – საქმე გვაქვს რუსული ტიპის მკვლელ პოლიტიკურ რეჟიმთან, საკუთარი შეუიარაღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღს გამოიყენებენ მონსტრებთან. ჩვენ ვცხოვრობთ ბოროტი დიქტატურის ქვეშ, რომელშიც საკუთარ ხალხს ტერორისტულ აქტებს უწყობს ხელისუფლება, – ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას.

როგორც მან აღნიშნა, ეს იარაღი არათუ სამოქალაქო პირებზე, არამედ დღეის მდგომარეობით, სამხედრო მოქმედებებშიც კი აკრძალული იარაღია.

„მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული. რეალურად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო მასშტაბის დავის საფუძველი გაჩნდა, თუ BBC -ის დოკუმენტური ფილმიდან დადასტურდა, რომ ყველაფერი, რაც ამ ფილმში ნათქვამია ქიმიურ შემადგენლობასთან დაკავშირებით, რაც მომიტინგეების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, მართალია. რთულია BBC-ის დამაჯერებლობაში ეჭვის შეტანა.

რაც არ უნდა თქვას დღევანდელმა რუსულმა პროპაგანდამ, ის იმდენად რთული დანაშაულია, რომ ამ დანაშაულის მოკვლევაში სასწრაფოდ უნდა იქნას ჩართული ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია. სახეზეა კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის მიერ, კონვენციის უხეში დარღვევა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასეთი რამ, შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჩვენს ქვეყანაში მოხდა 1989 წლის 9 აპრილს, როცა რუსეთის ჯარმა აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენა და როდიონოვის ხელმძღვანელობით საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. ეს კიდევ ერთხელ, ყველაზე ნათლად და პირდაპირ ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს რუსული ტიპის მკვლელ პოლიტიკურ რეჟიმთან. საკუთარი შეუიარაღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღს გამოიყენებენ მონსტრებთან. ჩვენ ვცხოვრობთ ბოროტი დიქტატურის ქვეშ, რომელშიც საკუთარ ხალხს ტერორისტულ აქტებს უწყობს ხელისუფლება. დიახ, ეს არის ტერორისტული აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, თუ ამ ქიმიური შემადგენლობის გამოყენება საბოლოოდ დადასტურდა.

ივანიშვილის მეთოდები ამ შემთხვევაში, პირდაპირ ნაკარნახევია მოსკოვიდან, რუსული მოდელიდან. ის იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იგივე ბრძოლის ფორმებსა და იარაღებს, როგორც ამას იყენებდა ჩვენ წინააღმდეგ ოკუპანტი და როგორც ახლა ის იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. რა პროპაგანდასაც არ უნდა დავუჯეროთ, როგორც შეიძლება არ მოგწონდეთ მე ან ვინმე სხვა, ეს ყველაფერი გვერდით გადასადებია, რადგან საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან საკუთარი მოქალაქეების წინაშე. უმძიმეს დანაშაულთან, რომელიც უტოლდება 9 აპრილის ტრაგედიას. ეს იარაღი არათუ სამოქალაქო პირებზე, არამედ დღეის მდგომარეობით, სამხედრო მოქმედებებშიც კი აკრძალული იარაღია, ის ქიმიური შემადგენლობა, რომელზეც საუბარია ამ დოკუმენტურ ფილმში. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური რეჟიმის პასუხი, ეს უკვე არის ჩვეულებრივი არაადამიანური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ოფიციალური პოზიცია გამოაქვეყნა და მისი შინაარსია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მედიაორგანიზაციის დისკრედიტაცია, როგორც „ფეიკმედიის“ და ა.შ.

BBC ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და ჟურნალისტური გამოძიების მწარმოებელ ორგანიზაციად, რომლის ერთწლიან გამოძიებაში ეჭვის შეტანა არის უკიდურესი უტიფრობა „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე
მთავარი

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩემი პირადი ერთი გადაწყვეტილების შესახებ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს 10...

დაწვრილებითDetails

ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 3 ახალგაზრდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა, წუხელ, ოზურგეთში მომხდარი ავარიის შედეგად. - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს “როცა კლინიკაში შემოიყვანეს დაზარალებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები-ქალა ფუძის და მენჯის ძვლის მოტეხილობა,...

დაწვრილებითDetails

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა
მთავარი

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა - ინფორმაციას Reuters ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მათ შორის სულ მცირე 800 უცხოელია. პოლიციის თქმით, მოსალოდნელია, რომ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:   27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიურ მოქმედებას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამსახურში შესაძლოა ახალი პასუხისმგებლობა ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ხარჯვას. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს...

დაწვრილებითDetails

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
მთავარი

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.   ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.   ნეპალის პოლიციის განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავჭალის ხიდთან ნაპოვნი გარდაცვლილი გოგოს შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.   როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17...

დაწვრილებითDetails

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"