ია ჟორჟოლიანი ქუთაისის #29 -ე ბაღის ყოფილ შენობაში არსებულ მდგომარეობას გვაცნობს. ბაღის შენობა უკვე რამდენიმე წელია მიტოვებული და გავერანებულია. ბავშვები კი ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ არსებულის რეაბილიტაციის დაპირებით სასწავლებლად კერძო სახლში გადაიყვანა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 2 500 ლარს იხდიან. ბაღის შენობის რეაბილიტაციას და მისთვის ძველი ფუნქციის დაბრუნებას ითხოვენ მოქაალაქეები. ისინი ამ საჭიროების პრაქტიკულ მიზეზებზე საუბრობენ და პასუხს ხელისუფლებისაგან ითხოვენ.
იმერეთში ყველის 2 არალეგალური საწარმო გამოავლინეს
იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.)...









