LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხომ იცით, რომ ჩვენ დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს – უკრაინის პრეზიდენტმა სახლში დარჩენილ ახალგაზრდებს მიმართა

ეს არის აგრესიის მწარე გამოვლინება და განდიდებისა და დევნის მანია | მიმართვა უკრაინის პრეზიდენტის

დაპოსტა 2022/03/03-ში
A A
77
ნახვა
გაზიარება

ზუსტად ერთი კვირის წინ, დილის 4 საათზე რუსეთი ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანაში, ჩვენ მიწაზე შემოიჭრა. ეს არის აგრესიის მწარე გამოვლინება და განდიდებისა და დევნის მანია – ასე დაიწყო თავის მიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ომის დაწყებიდან ზუსტად ერთ კვირაში.

მან მთელი ამ 7 დღის განმავლობაში, უკრაინელების მტკიცე ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეც გაგრძელდება. მისივე თქმით, მტერს სტრატეგიული წარმატებისთვის არ მიუღწევია:

მათ მძიმე ფსიქოლოგიური კომპლექსი აქვს, ისევე როგორც რაკეტის მიერ დატოვებული კვალი. რეაქტიული არტილერია, ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. ომის პირველივე საათები და დღე ფართომასშტაბიანი შემოჭრისთვის იყო გათვლილი, თუმცა ჩვენ ერთიანი ძალებით, ძლიერად  დავდექით. ჩვენ ასე გავაგრძელებთ. იმდენად მედგრად ვიბრძვით რომ მტერი იძულებული გახდა, სტრატეგია შეეცვალა.

უკრაინული დასახლებული პუნქტების რაკეტებით დაბომბვა, მიანიშნებს იმაზე რომ მტერმა ღირებულს ვერაფერს მიაღწია. არცერთი სტრატეგიული მიმართულებით მტერს წარმატებები არ აქვს. კიევმა მორიგი სარაკეტო იერიშები მოიგერია. მტერს ჩვენი ქალაქების აღება უნდა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. მტერს ოდესის ხელში ჩაგდება უნდა, თუმცა შავი ზღვის ფსკერს მიიღებენ. მტრის სამიზნე გახდა ხარკოვის, უსპენსკის მამათა უძველესი მონასტერი. მართლმადიდებლების წმინდა ადგილი. ამ ეტაპზე მონასტერი ხარკოველების თავშესაფარია. წმინდა ადგილს ომის კვალი დაეტყო. რუსები ფიქრობენ რომ ღმერთი არ დასჯის. უფალი წამიერად არ პასუხობს ცოდვებს, თუმცა ხედავს და იცოდეთ რომ ამას ვერსად დაემალებით. არ არსებობს სამალავი, სადაც ღმერთს დაემალებით. ყველაფერს გავაკეთებთ რომ მონასტერს ომის კვალი არ დაეწყოს. უკრაინაში ყველა მონასტერი და ტაძარი რომ დაანგრიოთ, უკრაინელ ხალხს რწმენას მაინც ვერ წაართმევთ. რწმენას რომელიც უფლისა და უკრაინის მიმართ გვაქვს. განვაახლებთ თითოეულ შენობას, თითოეულ ქუჩას და თითოეულ ქალაქს.

მოვუწოდებთ მტერს, ისწავლეთ სიტყვა რეპარაცია და კონტრიბუცია. რადგან ინანებთ იმას რაც ჩვენს წინააღმდეგ, თითოეული უკრაინელის წინააღდეგ ჩაიდინეთ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ინანებთ. ხოლო მათ ვინც დაიღუპა, ჩვენ უკრაინელები არასოდეს დავივიწყებთ. აქ ჩვენი ქალაქების ასაოხრებლად, ჩვენი ხალხის მოსაკლავად და ყველაფერი ძვირფასის წასართმევად მოხვედით. ადამიანებს სასმელი წყლის, შუქისა და გათბობის გარეშე ტოვებთ. არ აძლევთ უფლებას საჭმელი და მედიკამენტები მიიღონ. ევაკუაციისთვის განკუთვნილ მანქანებს ესვრით. არ არსებობს შეიარაღება რომელიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ არ გამოიყენეთ.

ახლა კი გამოდიან თქვენი პროპაგანდისტები და აცხადებენ რომ უკრაინაში ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნით. უღმერთოებო  დაიმახსოვრეთ, როდესაც მილიონობით ადამიანი გწყევლით, ვერაფერით გამოისყიდით.

უკრაინა ყოველდღიურად იღებს პარტნიორების მიერ გამოგზავნილ სამხედრო დახმარებებს, ჩამოდიან უცხოელი მოხალისეები. წამოიდგინეთ ჩვენი სამშობლოს დასაცავად ჩამოდიან. დარწმუნებული ვარ ეს წარმატებული იქნება. ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში, ჩვენ 2 მსოფლიო ომი, 3 ჰოლოდამორი, ჰოლოკოსტი, ბაბინ იარი, დიდი ტერორი, ჩერნობილის აფეთქება, ყირიმის ოკუპაცია და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ომი გადავლახეთ. ჩვენ არ გვაქვს ოკეანიდან ოკეანემდე გადაჭიმული ტერიტორიები, ასევე არ გვაქვს ატომური იარაღი. მსოფლიო ბაზარს ნავთობს და გაზს ვერ ვაწვდით, თუმცა ჩვენ ყველაზე ძვირფასი – ჩვენი ხალხი გვყავს და ჩვენი სამშობლო გვაქვს. ეს არის ჩვენი ოქრო და ამისთვის ვიბრძვით. ძალიან ბევრჯერ სურდათ მისი დაქუცმაცება, თუმცა ვერ შეძლეს. უნდოდა უკრაინა მიწიდან აღეგავათ, თუმცა ვერ შეძლეს. ზურგში გვესროდნენ, თუმცა მედგრად ვდგავართ. უნდათ რომ გავჩუმდეთ, თუმცა ჩვენი ხმა მთელმა მსოფლიომ მოისმინა. ყველაფერი იმის შემდეგ რასაც უკრაინამ გაუძლო, თუ ვინმე იფიქრებს რომ ჩვენ გავტყდებით, დავნებდებით ან დავეცემით, მან ჩვენს შესახებ, მან უკრაინის შესახებ არაფერი არ იცის. ასეთ ადამიანს, აქ ჩვენს შორის არაფერი ესაქმება. ის უცხოა. წადი სახლში, რუსეთში და შენი რუსულენოვანი ხალხი დაიცავით. სხვაგან ნუ ეძებთ რუსულენოვან ადამიანებს, რუსეთშიც საკმარისი, 150 მილიონი გყავთ. აქ ჩვენთან კი დიდება უკრაინას.” განაცხადა ზელენსკიმ. 

გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი – სუს-ი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. სუს-ის განცხადებით, დაკავებულმა...

დაწვრილებითDetails

ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში  მონაწილეობას მიიღებს
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელი თორნიკე ბექაური თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას Fibonacci International Robotics Olympiad საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ოლიმპიადა მიზნად ისახავს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის:...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 716 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.40%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“არცერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას”- მეუფე ანტონი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, არ დაუშვებენ გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას...

დაწვრილებითDetails

არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს -მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. სააკაშვილი რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.   ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.   „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს, 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

“პატარა სიცოცხლე, ანგელოზად იქცა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
“პატარა სიცოცხლე, ანგელოზად იქცა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში პატარა გოგონას შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.   „მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ ცას ეცვლება ფერი....

დაწვრილებითDetails

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს, შესაძლოა, მოგიწიოთ საკუთარი ნაკლოვანებებისთვის მეტი ყურადღების დათმობა, მეტად მოთოკეთ საკუთარი ემოციები და აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა არ დაკარგოთ ავტორიტეტი სხვების თვალში. კურო ნუ იქნებით იმპულსური და აგრესიული, რათა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"