ქუთაისში, გორას სასაფლაოზე მეწყერის ჩამოწოლის დროს ორი საფლავის მოწყვეტას ეხმაურება ,,ქართული ტრადიციები 2011″ და აცხადებს რომ საფლავის მეპატრონეებს ახალ საფლავებს სთავაზობს:
,,გამარჯობა,შპს ,,ქართული ტრადიციები 2011’-ის დაქვემდებარებულ გოჭოურას სასაფლაოზე ,წარმოიქმნა მეწყერი , რის შედეგადაც დაზიანდა ორი საოჯახო სასაფლაო. ,,ქართული ტრადიციები 2011“ დაეკონტაქტა დაზარალებულ ჭირისუფლებს და აიღო პასუხისმგებლობა, რომ ორივე შემთხვევაში ჭირისუფალს გოჭოურას სასაფლაოზე ვთავაზობთ ახალ თავისუფალ ადგილს და ასევე თავად ვუზრუნველყოფთ ნეშტის ამოსვენება -გადასვენებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოჭრილი მიწა რამდენიმე წელია რაც არსებობს ამ ტერიტორიაზე, ეს ადგილი არ გაიცემა საოჯახო სასაფლაოებისთვის, რადგან არსებობს მეწყერ საშიში გარემოება. ასევე არ მიმდინარეობს არანაირი სამუშაოები და არ კეთდება მანქანების პარკინგის ადგილი.” – ნათქვამია ,,ქართული ტრადიციები 2011“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თემურ ცამციშვილი წერდა სასტუმროების მშენებლობის დროს მოჭრილი მიწა შემოაქვთ სასაფლაოს ტერიტორიაზე.
,,როგორც ამბობენ, აკეთებენ მანქანების სადგომს, რის გამოც შეიცვალა რელიეფი და ნაწრეტი წყლის მიმართულება, რამაც გამოიწვია ასეთი შედეგი”, – წერდა თემურ ცამციშვილი.










