ესტონეთის თავდაცვის ძალების, პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო დაცვის სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე მავთულხლართების გავლება დაასრულეს. ინფორმაციას ERR ავრცელებს.
გადაწყვეტილება უწყებებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ამ რაიონებში, შესაძლოა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტები დაფიქსირდეს.
“ეს წვრთნები ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო და დეპარტამენტის მიერ მითითებული ყველა უბანი მავთულხლართებით იყო დაცული. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილები ახლა უკეთ არის დაცული”, – აღნიშნა სასაზღვრო გამშვები პუნქტის “ნარვა-1-ის” ხელმძღვანელმა, მარეკ ლიივამ.










