ვაქცინაციის პროცესზე, სოციალურ ქსელში გავრცელებული, ერთმანეთში არეული ტყუილ მართალი ინფორმაციის გამო, ჟურნალისტმა ლიკა ბასილაია-შავგულიზემ გადაწყვიტა თავად გაცნობოდა სამეცნიერო ლიტერატურას.
,,სირცხვილიც კია, რომ არ ვიცით უჯრედში რა პროცესები მიმდინარეობს. და როგორ შეიძლება ადამიანმა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს ეს ცოდნა, როცა მაგალითად კორონა შემოგვიტევს”-წერს ჟურნალისტი.
,,ესე იგი ვუზივარ სამეცნიერო ტექსტს mRNA ვაქცინებზე, რასაც ქვია უჯრედის გულში ვზივარ :)))
და რა საინტერესო ყოფილა ეს პროცესი, როგორ შექმნეს მეცნიერებმა “ფოსტალიონი” მოლეკულა,(მე დავარქვი) რომ ორგანიზმი კორონავირუსთან საბრძოლველად წინასწარ მოემზადებინათ .
აი რა არის ჩვენი უბედურება, ოღონდ წიგნი არ წავიკითხოთ და საკითხს ბოლომდე არ ჩავწვდეთ და მითი, ტყუილები გვირჩევნია, არადა სირცხვილიც კია, რომ არ ვიცით უჯრედში რა პროცესები მიმდინარეობს. და როგორ შეიძლება ადამიანმა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს ეს ცოდნა, როცა მაგალითად კორონა შემოგვიტევს, მრცხვენია რომ აქამდე კარგად არ ვიცოდი ეს ყველაფერი”-წერს ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე.










