LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი

“ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის”-შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე

დაპოსტა 2025/07/12-ში
A A
47
ნახვა
გაზიარება

ესაა უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ მიიჩნევს და დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას.

მისი თქმით, ბრიუსელი დაავადდა სენით, რომ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრონ დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

„პოლიციელზე წიხლით შედგომა თუ მშვიდობიანი ქცევაა, პოლიციელისთვის ასაფეთქებელი პიროტექნიკის სროლა თუ მშვიდობიანი ქცევაა, თუ პარლამენტის დაწვა მშვიდობიანი ქმედებაა, მაშინ ამ 17 ქვეყანას ერთ რაიმეს ვეტყვი, რომ თავის ქვეყანაში ჩაიხედონ, მათ პოლიციელს, რომ წიხლით შედგეს ვინმე, მოითმენენ და არ ექნებათ რეაგირება? მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, რეაგირება არ ექნებათ? მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, რეაგირება არ ექნებათ, სამწუხაროდ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს არის უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის და დაბალ ღობედ მიიჩნევს. ჩვენს პოლიციელებს, როგორც ჩანს ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ უნდა ესროლონ და ეს არის მათი გადმოსახედიდან ნორმალური. ეს არის, რაც საბოლოო ჯამში, იმედგაცრუებას იწვევს მოსახლეობაში. ამას აჩვენებს გამოკითხვებიც, როცა ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა იმიტომ, რომ ხედავენ, რომ ზემოდან დაგვყურებენ, როგორც მეორე ხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუ ეს მათი დაფინანსებული ხალხის მიერ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა უსამართლო თავდასხმა შეწყვიტონ საქართველოზე და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქის გარემოცვა, აგრესიული რიტორიკითა და მუქარის ტონით ესაუბრებიან სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დაუბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა. ის ხალხი, ის სახელმწიფოები და ხელისუფლებები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელზე ქვისა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის მშვიდობა, ეს ხალხი არ აცნობიერებს, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. მთავარია, დასრულდეს ფარისევლობა და საბჭოთა კავშირის მიმავალი გზიდან მობრუნება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება ევროკავშირის მხრიდან ქართული NGO-ების დაფინანსებაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან, სინამდვილეში საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსებაა.

„ევროკომისია იძულებული გახდა პასუხი გაეცა,თუ ვის აფინანსებდა ევროკავშირი, როდესაც ეს ინფორმაცია კომიტეტების მეშვეობით გამოითხოვეს. პასუხებიდან გამომდინარე შეიქმნა მონაცემთა ბაზა, სადაც ვხედავთ იმას, რასაც გვიმალავდნენ, მათ შორის ევროკავშირის საელჩო უარს ამბობდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე. ჩვენ დავინახეთ და პირველადი ინფორმაცია გვაქვს რომელ ორგანიზაციებში მიდის თანხები. საბოლოოდ, თავად მოუწიათ გაესაჯაროებინათ, თუ როგორ ნაწილდებოდა თანხები და მგონი, უარესი გავიგეთ. გავიგეთ, რომ 900 ათასიანი, ნახევარ მილიონიანი და ორ მილიონიანი პროგრამები გადანაწილებულია, იმ რადიკალურ, პოლიტიკურ ორგანიზაციებზე, რომლებიც, როგორც მოქალაქეებიც ხედავენ სახელმწიფოზე თავდასხმით, სიძულვილის ენით, დეზინფორმაციის გავრცელებითა და ადამიანის უფლებების უპატივცემულობით გამოირჩევიან. ფაქტობრივად, პირველადი მონაცემები გვაქვს იმ ანატომიისა, თუ როგორ ფინანსდება ექსტრემიზმი საქართველოში, იმ ცნობილ ეჭვმიტანილებზე, რომლებიც პატივს არ სცემენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ აღიარებენ არჩევნებს, კონსტიტუციასა და კანონებს. ზუსტად ეს NGO-ები აორგანიზებენ აქციებს, სადაც მოთხოვნად ხელისუფლების დამხობა ჟღერდება. ამაში იხარჯება როგორც ჩანს ევროკავშირის ფული. ბურთი ევროკავშირისა და მისი საელჩოს მოედანზეა, ახსნან რატომ აფინანსებდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაში არიან ჩართულები. ასევე, გავარკვიეთ, რომ 2022 წელეს, ივნისში, როდესაც სცენაზე NGO-ები დადგნენ, ითხოვდნენ, რომ მთავრობა მათი მონაწილეობითა და მათი ვეტოს უფლებით დაკომპლექტებულიყო. გამოდის, რომ ევროკავშირმა ჯერ აბსოლუტურად უსამართლოდ არ მოგვცა კანდიდატის სტატუსი და შემდეგ მისივე დაფინანსებული NGO-ები დააყენა სცენაზე ბრიუსელმა და აპირებდა ხელისუფლების ჩანაცვლებას. ამაზე განმარტება უნდა გააკეტოს ევროკავშირის საელჩომ და ბრიუსელმა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება19

დაკავშირებული -პოსტები

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება
მთავარი

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი - ერთი საქართველო“ აგრძელებს მოსახელობასთან შეხვედრებს რეგიონებში. 26-28 ივლისს კამპანიის ჯგუფი მიდის იმერეთში. ვიზიტის მთავარი მიზანია მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი პრობლემების, საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა, ასევე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ყოფილ ,,ქორწინების სახლთან" მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ მსუბუქად დაშავდა სკუტერის მძღოლი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და...

დაწვრილებითDetails

სანქციებულია „ინტერ რაო” – რა ელის „თელასსა“ და „თელმიკოს“

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
ეკონომიკა

"ინტერ რაოს" სანქცირების შემდეგ ექსპერტები ენერგოკომპანიების - თელასის და თელმიკოს გადარჩენის გზებს ეძებენ. მასალას ,,ტვ პირველი" აქვეყნებს. ექსპერტების შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა საბანკო ოპერაციები, კომპანიის სამომავლო მფლობელობა და ქვეყნის რეპუტაციული...

დაწვრილებითDetails

ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის...

დაწვრილებითDetails

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ,,მეგობრებო ჩვენი ძმა და მეგობარი გოგი აბაშიძე ოთხშაბათს დილით 7 საათზე გავიდა მიცკევიჩიდან სათევზაოდ სანაპიროსკენ. ძირითადად ჩადიოდა საქართველოს ბანკის წინ. ვგულისხმობ სადაც არის ცენტრალური ოფისი. ტელეფონი...

დაწვრილებითDetails

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი – დღე აქტიურობით იქნება დატვირთული. შესაძლოა მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც მომავალში ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. პირად ურთიერთობებში სჯობს ემოციებს არ აჰყვეთ.   კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

26 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. თბილისში ჰაერი დღისით +37 გრადუსამდე გათბება, ხოლო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უმეტეს ქალაქებში წვიმაა მოსალოდნელი. რიგ რეგიონებში ქარი დროგამოშვებით გაძლიერდება და 17-22 მ/წმ-ს...

დაწვრილებითDetails

დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაცია ამის შესახებ მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. ,,სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს ტყეში ეს ბიჭი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ახლობლების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდში იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

დაწვრილებითDetails

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა
მთავარი

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა - ინფორმაციას გვერდი ბათუმი ავრცელებს. “გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"