კარგი ამბავი – დღეს ევროპის წამლის სააგენტომ „ფაიზერის“ ვაქცინის წარმოებაზე ნებართვა მისცა დამატებით 2 ქარხანას (გერმანიაში და შვეიცარიაში).ეს ნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის წარმადობა გაიზრდება და წლის ბოლოსთვის ის იქნება ხელმისაწვდომი არა მარტო ევროკავშირის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მთელი დიპლომატია და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უნდა მუშაობდეს, რომ რაც შეიძლება მეტი “ფაიზერის” ვაქცინა მიიღოს ქვეყანამ.
“საქართველო ევროპაა. ეს უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის კონცეფცია. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვაკეთებთ იმას, რასაც ევროპა. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რა რეკომენდაციებსაც ევროპის წამლის სააგენტო გასცემს. ჩვენ რას ვაკეთებთ?! „რემდესივირი“ და ჩინური ვაქცინები შემოგვაქვს. ეს მავნებლობაა.
ახლა ჩვენი დიპლომატიის და ყველა სტრუქტურის მთავარი ამოცანა უნდა იყოს – ვიშოვოთ რაც შეიძლება, მეტი „ფაიზერი“. ევროპელები როცა ჩამოდიან, ან როცა ჩვენი დელეგაციები მიდიან ვიზიტებზე ევროპაში, მოლაპარაკების მთავარი საკითხი უნდა იყოს, გვაშოვნინეთ „ფაიზერი“!
ხრიკს გასწავლით – არჩევნები მოდის, მოითხოვეთ „ფაიზერი“, უთხარით პოლიტიკოსებს, ხმას მოგცემ, თუ ჩამოიტანთ „ფაიზერს“. გავაკეთოთ ასე, თუ არადა იმ არჩევნებამდე ვერ მივაღწევთ.
გავიმეორებ – დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნით – მაღალეფექტური ვაქცინებია „ფაიზერი“ და „მოდერნა“. დანარჩენი დაბალეფექტური ვაქცინები არ არიან ქმედითნი ინდური შტამის წინააღმდეგ.
რა ხდება მსოფლიოში? – რუსეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების 96% ინდურ შტამზე მოდის, კატასტროფაა. ბრიტანეთი მთლიანადაა დაკეტილი. ისრაელშიც უკვე ფიქრობენ, შიდა სივრცეებში პირბადის ტარება ხელახლა შემოიღონ.
საქართველოში ხალხი ვირუსის პირისპირ მარტოა დატოვებული. შუაში სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, მაგრამ სახელმწიფოს კოლაფსი აქვს. არაეფექტურობაა ყველგან და ყველაფერში. მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ გააკეთონ ფული. ქვეყანაში ვაქვინა არ არის, ამიტომ ერთადერთი იარაღი გრჩებათ, სამედიცინო პირბადე – გამოიყენეთ!
ამდენს ვლაპარაკობ – რამდენი ადამიანი გავაბრაზე, ბიზნესები გადავიმტერე, მაგრამ ერთი ადამიანიც თუ გადავარჩინე, ჩემი დღე რომ დადგება „ზევით“, ჩამეთვლება.
მე ასევე პრეტენზია მაქვს ადამიანების დაყოფასთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ცერცვაძემ თქვა, „ფაიზერით“
რჩევა მეგობრებისთვის – გაიკეთეთ მხოლოდ კარგი ვაქცინა. არ არის?! – მოითხოვეთ. არ გინდათ ვაქცინის გაკეთება? ალტერნატივა – გაიკეთეთ „ფხაკაძის პირბადე“.
გარეთ როცა ბევრი ხალხია, ატარე პირბადე ისე, როგორც დახურულ სივრცეში.
იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით – 10 000 ნაბიჯი დღეში, სიგარეტი და ყველანაირი მოსაწევი გადააგდეთ, მიიღეთ ხილი და ბოსტნეული, შაქარი ხმარებიდან ამოიღეთ. იარეთ ჰაერზე, კარგია D ვიტამინი, მაგრამ მზეზე ზედმეტად არ გაირუჯოთ, მავნებელია. დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია, იყავით კარგ ხასიათზე“ – წერს გიორგი ფხაკაძე